პარტიამ „გამარჯვებული საქართველო“ 30 მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატი სამ ოლქში წარადგინა

719

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ოქრუაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გამარჯვებული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებ იქნებიან: ოთარ შანიძე – ხულო-შუახევი-ქედა; იზა სურმანიძე – ბათუმი; გურამ ჩალაგაშვილი – ხაშური-ქარელი.

„გამარჯვებულმა საქართველომ“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვისაც.

ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ სირაბიძე იქნება, ხულო-ხელვაჩაური-შუახევში კი – ასლან ვაშაყმაძე.