მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასლის ქუჩიდან იუსტიციის სახლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გამყოფი ხაზები, საგზაო მონიშვნები და ქვეითთა გადასასვლელები დაიხაზა. სამუშაოები შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ აწარმოა.
თბილისის მერიის ცნობით, საგზაო მონიშვნები ასფალტზე მაღალი ხარისხის თერმო და ცივი პლასტით დაიტანეს. თერმო და ცივი პლასტები მდგრადი საღებავებია, რომლებიც ასფალტზე მინიმუმ სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
სამუშაოებს კომპანიის ხელმძღვანელი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკაც.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე,...
ბათუმში ბაქოს ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა და სტადიონის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.
აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტის ფარგლებში სკვერში საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდება, ასევე, დაიდგმება დეკორატიული სკამები და მოეწყობა კორდი.
სტადიონზე კი, დაიგება ხელოვნური საფარი, დამონტაჟდება კალათბურთის ფარი და საფეხბურთო კარი, ხოლო ირგვლივ მოეწყობა გარეგანათების სისტემა.
პროექტის ღირებულება 200 ათას ლარს შეადგენს.
წინა სტატია
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ წევრ თემურ შუბითიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა. როგორც პროცესზე პროკურორმა განცხადა, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვის ან დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხეები.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. მან სრულად გაიზიარა ის ფაქტობრივი და ფორმალური...
საქართველოს წარდგინებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ (რამსარის) კონვენციის სამდივნომ მადათაფას და ბუღდაშენის ტბები საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანა. ორი ახალი ”რამსარის ტერიტორია” მნიშვნელოვანია რეგიონის ბიოლოგიური მრავალფეროვნებისთვის და განსაკუთრებით ფრინველებისთვის, რომლებიც აღნიშნულ ტბებს მიგრაციის დროს იყენებენ. კერძოდ, ტბები მდებარეობს აფრიკა-ევრაზიის სამიგრაციო გზაზე. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ბუღდაშენის ტბაზე გავრცელებულია 19-მდე ენდემურ მცენარეთა სახეობა და იგი მნიშვნელოვანია მრავალრიცხოვანი ფრინველთა სახეობებისთვის მათი მიგრაციისა...
N18 ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი 8 პოლიტიკურმა პარტიამ და ერთმა საინიციატივო ჯგუფმა დაარეგისტრირა. მთლიანობაში ჯავახეთში მცხოვრებ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 9 მაჟორიტარს შორის მოუწევს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
N18-ე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული კანდიდატების სია ასეთია:
N2 „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - არსენ კარაპეტიან
N5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” - მელიქ რაისიან
N8...
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში -ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი 14-მა პოლიტიკურმა პარტიამ დაარეგისტრირა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
7 ოქტომბრის მდგომარეობით, N17 მაჟორიტარულ ოლქში (ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის) რეგისტრირებული მაჟორიტარები არიან:
N2 „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - ზურაბი ჩილინგარაშვილი
N4 „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ” - გელა კვარაცხელია
N5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” - ვაჟა ჩიტაშვილი
N8...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვის გამო დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა დესტრუქციული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.
„რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა დესტრუქციული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელიც ვლინდება სხვადასხვა სახით, მათ შორის, ბორდერიზაციით და ჩვენი...
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი მომავალი წლის ბიუჯეტიდან გარემოს დაცვითი მიმართულების დაფინანსებით უკმაყოფილოა.
შენიშვნები კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვისას დააფიქსირა.
„ვხვდებით იმ გაურკვეველ მოცემულობას, რაც პანდემიიდან გამომდინარე შეიქმნა, მაგრამ აუცილებელია რაღაც ლოგიკისა და თანმიმდევრულობის ფარგლებში „დავჯდეთ“. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს გარემოს დაცვითი მიმართულებით ბიუჯეტი მნიშნველოვნად შემცირდა. პროპორციის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში გარემოს დაცვის...
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად ემზადებიან. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
დაწესებულებებში საკვებ პროდუქტს შაბათ-კვირას შეიტანენ. გორის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის, ნინო ბერიანიძის თქმით, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გაცდენები ბავშვს საპატიოდ ჩაეთვლება და მისი ამორიცხვა არ მოხდება.
"პანდემიიდან გამომდინარე აღსაზრდელთა დასწრება თავისუფალი იქნება. თუ მშობელი ჩათვლის, რომ ბავშვი სიფრთხილის, ან პრევენციის მიზნით, არ უნდა ატაროს საბავშვო ბაღში მას ეს...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის მცხოვრებლები უწყლობას აპროტესტებენ. უკვე წლებია 500- ზე მეტ ოჯახს, სასმელი წლის მოტანა მეზობელი სოფლებიდან უწევთ, რომელიც 5 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სათავე ნაგებობასთან სასმელ წყალს სასათბურე მეურნეობების ხელმძღვანელები ითვისებენ, რის გამოც, მოსახლეობამდე წყალი აღარ მიდის. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, სალიბაურში მცხოვრებლებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა, ადგილიბრივი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ...
დღეს, 8 ოქტომბერს, "სტრატეგია აღმაშენებელი" თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 15 000 ლარით დააჯარიმა თავისუფლების მეტროს წინ პარტიის სარეკლამო კარვების დროებით განთავსების გამო. მის შესახებ პარტიის საარჩევნო შტაბში droa.ge-ს განუცხადეს.
"დღეს, თავისუფლების მეტროს წინ, ტროტუარზე, სამი ბრენდირებული კარავი დავდგით, სადაც ხელმოწერების შეგროვებას ვაგრძელებდით საბანკო სესხების ჩამოწერის დაპირებასთან დაკავშირებით. გვქონდა პირდაპირი ჩართვაც, ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე აკეთებდა განცხადებას. როდესაც თბილისის მერიის ინსპექციის სამსახური...
დღეს, 8 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში თემურ აბაზოვის, აზერ სულეიმანოვისა და კიდევ ორი პირის სისხლისამართლებრივი საქმის პირველი სააპელაციო სხდომა გაიმართა.
აქმეში დაზარალებულად ცნობილი ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატის, ეკატერინე მიდოდაშვილის განცხადებით, სასამართლო სხდომა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რის გამოც სხდომა მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
„პროკურორს დროის უკმარისობის გამო მცირე დრო ჰქონდა, რომ თავისი შესავალი სიტყვა ეთქვა. პროკურორმა განმარტა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი...
ცეკვა ქართულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 21 სექტემბრის ბრძანება ძალაში 7 ოქტომბერს შევიდა.
"დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოების სატენდერო ღირებულება 161 900 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
პროექტის მიხედვით მოეწყობა წყალსადენისა და კანალიზაციის ახალი სისტემები, ცენტრალური გათბობა, გამოიცვლება კარ-ფანჯრები, შენობის ინტერიერთან ერთად სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება სახურავსაც.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში უნდა დასრულდეს.
ზესტაფონის ერთ-ერთ უძველეს დასახლებაში, კირკის უბანში, ძველი ქართული საბრძოლო იარაღებია აღმოჩენილი. ინფორმაციას PIA ავრცელებს.
საბრძოლო აღჭურვილობა, საკუთარ ეზოში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც კუთვნილ ტერიტორიაზე სახლის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს.
საბრძოლო იარაღების წარმომავლობას ახლა უკვე არქეოლოგები სწავლობენ.
პირველადი ვერსიით, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს, შესაძლოა, იყოს ერთჯერადად დაფლული იარაღის საცავი, სწრაფად დაგეგმილი შესაძლო ომიანობის სამზადისის გამო.
ე.წ. ჭაობის დასახლებაში 19 ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
ბათუმის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება ლადო სეიდიშვილისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებზე ხორციელდება.
დასრულდა 4 ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა სანიაღვრე ჭები, დაიგო ასფალტის საფარი, მოწესრიგდა ტროტუარები და ბორდიურები. პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































