N18 ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი 8 პოლიტიკურმა პარტიამ და ერთმა საინიციატივო ჯგუფმა დაარეგისტრირა. მთლიანობაში ჯავახეთში მცხოვრებ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 9 მაჟორიტარს შორის მოუწევს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
N18-ე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული კანდიდატების სია ასეთია:
N2 „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – არსენ კარაპეტიან
N5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” – მელიქ რაისიან
N8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – არტაშეს ჰაკობიან
N14 „ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი“ – დიანა არუთუნიან
N20 „საქართველო“ – მიხეილი შიოშვილი
N21 „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“ – ამირან ჭაღალიძე
N30 „შეცვალე საქართველო” – ელზა გრიგორიანი
N 41 „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – სამველ მანუკიან
N61 საინიციატივო ჯგუფი – ევგენია კარაპეტიან, შორენა თეთვაძე, არაგეღეციკ სანოსიან, არმინე მინასიან, როზა ასლანიან – ენზელ მკოიანი
N18 მაჟორიტარული ოლქში სულ 57 831 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოლქი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.