კარალეთში N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

499

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოების სატენდერო ღირებულება 161 900 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

პროექტის მიხედვით მოეწყობა წყალსადენისა და კანალიზაციის ახალი სისტემები, ცენტრალური გათბობა, გამოიცვლება კარ-ფანჯრები, შენობის ინტერიერთან ერთად სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება სახურავსაც.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში უნდა დასრულდეს.