თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლიდან“ ჯუღელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთში, მიმდინარე წლის 16, 17 და 18 ოქტომბერს, ღამის საათებში (23:00-დან 08:00 საათამდე) საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. „დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებისა და ბაგა-ბაღების პერსონალის, მათ შორის პედაგოგების ე.წ. რანდომული, შერჩევითი ტესტირება, ქვეყნის მასშტაბით მომავალი კვირიდან დაიწყება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, განათლების სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კვლევის მეთოდოლოგიაზე უკვე შეჯერებულია. ამასთან, მისივე თქმით, კვლევა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა 16%-ს, ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდება. "შევთანხმდით მეთოდოლოგიაზე, როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლების ე.წ. რანდომული ტესტირება. შევთანხმდით რა პროცენტზე...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დებატებისას "სტრატეგია აღმაშენებლის" პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი ვაშაძეს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის საათი აჩუქა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მისი და ირაკლი კობახიძის საათებთან დაკავშირებით ვაშაძემ საკუთარ კლიპში ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. "თავიდანვე უნდა ვამხილო ეს ადამიანი ტყუილში. მაგალითად საათებთან დაკავშირებით მან პიარკამპანიის აწყობა გადაწყვიტა. მაგალითად, ჩემი საათი საერთოდ არ იყო ის საათი, რომელიც თავის სარეკლამო კლიპში გამოფინა. ასევე, ირაკლი კობახიძის საათი საერთოდ...
“ქართული მარშის“ წევრებმა გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ოფისის წინ პლაკატები დაწვეს, რომლებზეც ნიკა მელიას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები იყო გამოსახული. „დღეს აქ დაიწვა მიშა სააკაშვილის ფიტული და დაიწვება მისი სახელი საქართველოში. მოისპობა ის პარტია, რომელსაც ჰქვია მოღალატე, მოძალადე და ჯალათების პარტია. ორშაბათიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით „ქართული მარში“ ჩავა ყველგან მარშით“, - განაცხადა აქციის...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სოციალურ ქსელებში პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. უწყების განცხადებით, საუბარია იმაზე, რომ თითქოს აღნიშნულ დაწესებულებებში იგეგმება ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობის ხელოვნური ზრდა პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის საშუალებით. „გვსურს განვმარტოთ, რომ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად გაიზარდა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა წრე. ეს ცვლილება წელს პირველად არჩევნებში მონაწილეობის...
„კონსერვატიული პარტია“ ლიბერალურ პარტიებს წინასაარჩევნო დებატებში იწვევს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხდა. „გირჩი“, „ლელო“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ და „ევროპული საქართველო“, ეს ის პარტიებია, რომელის წარმომადგენლებთან ძიძიგურს დებატების გამართვა სურს. პარტიის ლიდერის განცხადებით, წინასაარჩევო სივრცე გაჯერებულია ორპოლუსიანი არჩევნების პათოსით, რაც ელექტორალურად აზიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას გარდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისა“. დღვანდელ ბრიფინგზე „კონსერვატიული პარტიის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა,...
„ახალგაზრდობის სააგენტო“ მისი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალურ ახალგაზრდულ საქმიანობას, 11 საპილოტე მუნიციპალიტეტთან ერთად, წელსვე დამატებით 4 მუნიციპალიტეტში დანერგავს, მათ შორისაა ახმეტის მუნიციპალიტეტი. "ახალგაზრდობის სააგენტოს" ინფორმაციით, 15 ოქტომბერს, სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, მიმართულების კოორდინატორთან და მოწვეულ ექსპერთან, ასევე APD დირექტორთან, მაკა სართანიასთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტს ეწვია, სადაც მუნიციპალიტეტის მერს იოსებ ქარუმაშვილს და ახალგაზრუდლ საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებს შეხვდა. მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. „დღევანდელი შეხვედრა...
დაიწყო იმ სკოლის დირექტორების გათავისუფლება, რომლებიც არ აღმოჩნდნენ ხელისუფლების მეხოტბეები და მათ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულებიგაათავისუფლეს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომელსაც ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა. მისი თქმით, არ მოერიდნენ და თანამდებობიდან გაათავისუფლეს წეროვანის დევნილთა დასახლების სკოლის დირექტორი. „წარმოუდგენელი და მოუთმენელია, სკოლას ვხედავდეთ ასე ჩართულს საარჩევნო პროცესში. რაღა უნდა მოვთხოვოთ ადამიანებს, სკოლის მასწავლებლებს, როგორ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა და სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა სოფელ თაზაქენდსა და ბურმაში ახალი გზის დაგების სამუშაოების დაწყების გამო, შესაწირის სახით, ცხვარი დაკლა. როვშან ისკანდაროვმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკუთარ „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა, წერს რადიო მარნეული. აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და გარდაბნის ოლქში "ქარული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატმა, ზაურ დარგალმა, რამდენიმე დღის წინ ფეისბუკის გვედზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სოფელ თაზაქენდსა და ბურმაში...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, ადმინისტრაციული ერთეულის შენობა დაიკეტა. საქმიანობოს დროებით შეწყვეტის მიზეზი ერთ- ერთი თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირება გახდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. სოფელ ძირკოკში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის, გოგიტა ალხაზაშვილის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ერთეული მხოლოდ ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციის მიხედვით განაახლებს მუშაობას. ,,დავკეტეთ სამსახური და ველოდებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს. ეს ქალბატონი რვა დღეა, არ მინახავს, მაგრამ თავის დაზღვევა მაინც აუცილებელია. ამიტომ დაველოდებით...
"ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, მერობის კანდიდატი ამჯერად საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულის, კერძოდ ძველი უბნის ჭახათის მოსახლეობას შეხვდა, რომელიც უმეტესად მრავალშვილიანი ოჯახებისგან შედგება. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კანდიდატის პროგრამას გაცნობის შემდეგ საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ძირითადად სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხებია. „სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები ის საკითხებია, სადაც ხდება ჩვენი და ქუთაისის მოსახლეობის...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღის 12 თანამშრომელს და 2 ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც 14 სააღმზრდელო დაწესებულება დაკეტილია. კახაბერ გვანცელაძის თქმით, სიტუაცია მართვადია და სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ამასთან, აღნიშნავს, რომ ბაღებში ბავშვების დასწრება დაბალია. „მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, 14 ბაღში უკვე დაფიქსირდა კოვიდინფიცირების შემთხვევა. მათ შორის 12 თანამშრომელია და 2 ბავშვი. თუმცა, ჩვენ...
მთაწმინდის პარკში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პრეზენტაციაზე, რომელიც ფონდის, თბილისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები და მის საფუძველზე შემუშავებული ხედვა წარადგინეს. მათივე ცნობით, ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი...
პოლიტური პარტია „ქართული არჩევანის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში მარიზა ჯიქია იქნება. იგი ბორჯომიდანაა. ამის შესახებ სამხრეთის კარიჭე წერს.  მარიზა ჯიქია პარტიამ ცესკოში უკვე დაარეგისტრირა. მას პოლიტიკური გამოციდლება არ აქვს. ამჯამად ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის, არის პოეტი და დაახლოებით 30 წლიანი გამოცდილება აქვს სამედიცინო სფეროში. ამბობს, რომ მეგობრების შემოთავაზებას პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დათანხმდა, რადგან უნდა რომ არსებული რეალობა...
ორასამდე ქართველი ვეტერანი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, გენერალ დევი ჭანკოტაძესა და პარტიის პრემიერობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები მზად არიან არჩევნებზე დაიცვან თითოეული მოქალაქის ხმა, რისთვისაც სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ. შეკრებილების განცხადებით, ისინი იმედოვნებენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის სიაში მყოფი გენერალი, დევი ჭანკოტაძე პარლამენტში მოხვედრის შემდგ მოაგვარებენ ვეტერანების პრობლემებს. ორასივე ომის ვეტერანმა საარჩევნო აკრედიტაცია უკვე...
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ექიმი ნინო გულუა დაასახელა. დღესვე პარტიამ ადგილზე ოფისიც გახსნა, რომლის ხელმძღვანელი ჩხოროწყუს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბესიკ ესებუაა. რაც შეეხება კანდიდატს, პარტიის გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა ადგილობრივებს გულუა წარუდგინა და პარტიის მთავარ პრიორიტეტებზე ესაუბრა. "ნინო არის ადამიანი, რომელიც უკვე 25 წელია, ოთხივე მუნიციპალიტეტში უწევს სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას ადგილობრივებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ