„ახალგაზრდობის სააგენტო“ მისი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალურ ახალგაზრდულ საქმიანობას, 11 საპილოტე მუნიციპალიტეტთან ერთად, წელსვე დამატებით 4 მუნიციპალიტეტში დანერგავს, მათ შორისაა ახმეტის მუნიციპალიტეტი.
“ახალგაზრდობის სააგენტოს” ინფორმაციით, 15 ოქტომბერს, სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, მიმართულების კოორდინატორთან და მოწვეულ ექსპერთან, ასევე APD დირექტორთან, მაკა სართანიასთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტს ეწვია, სადაც მუნიციპალიტეტის მერს იოსებ ქარუმაშვილს და ახალგაზრუდლ საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებს შეხვდა. მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
„დღევანდელი შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სამუშაო დეტალების განხილვას დაეთმო.
სააგენტოს რეფორმის ფარგლებში წელს ახმეტაშიც ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით ადგილზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყება.
ამ პროცესში მონაწილეობას ხსენებული მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლები მიიღებენ, რომლებსაც სააგენტო „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკებად“ გადაამზადებს. ტრენინგების მიზანია, მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ გამოცდილება ახალგაზრდობის სფეროში, განივითარონ ახალი უნარები და კომპეტენციიები, რაც მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარებათ.
დამატებით 4 უნიციპალიტეტში მუნიციპალურ ახალგაზრდულ საქმიანობას სააგენტო მშვიდობისა და განვითარების აკადემიის მხარდაჭერით საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, პროექტის “გააძლიერე ცვლილებისათვის – ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის” ფარგლებში ნერგავს.
სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, სააგენტო მუნიციპალურ ახალგაზრდული პოლიტიკას საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში დანერგავს, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე მდგრადი და ეფექტიანი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.