„კონსერვატიული პარტია“ ლიბერალურ პარტიებს წინასაარჩევნო დებატებში იწვევს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხდა.
„გირჩი“, „ლელო“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ და „ევროპული საქართველო“, ეს ის პარტიებია, რომელის წარმომადგენლებთან ძიძიგურს დებატების გამართვა სურს.
პარტიის ლიდერის განცხადებით, წინასაარჩევო სივრცე გაჯერებულია ორპოლუსიანი არჩევნების პათოსით, რაც ელექტორალურად აზიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას გარდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისა“.
დღვანდელ ბრიფინგზე „კონსერვატიული პარტიის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხათუნა საგინაშვილმა თავის უშუალო კონკურენტებს მასთან დებატებში დასხდომისკენ მოუწოდა.