„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

357

თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლიდან“ ჯუღელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთში, მიმდინარე წლის 16, 17 და 18 ოქტომბერს, ღამის საათებში (23:00-დან 08:00 საათამდე) საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

„დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.