დარწმუნებული ვარ, იმ წესებით, რომელიც შემუშავებულია ცესკოსა და ეპიდემიოლოგების მიერ, საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ბევრი სუპერმარკეტი, - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა.
მისივე თქმით, ხელისუფლება აბსოლუტურად თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს და გეგმის მიხედვით მიდის.
„როცა ვამბობთ, რომ მსოფლიო და მათ შორის, საქართველო იმყოფება ინფიცირების რაოდენობის ზრდის ფაზაში, არავის არ უნდა გვეგონოს, რომ ეს ზრდა...
გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენი კანდიდატურები მაჟორიტარულ ოლქებში მოვხსნათ (4 საარჩევნო ოლქში) და მთელი ძალისხმევა მივმართოთ არჩევნების პროპორციული ნაწილისაკენ, სადაც მნიშვნელოვან წარმატებაში დარწმუნებული ვართ, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა ემზარ კაკულიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" მიერ წარდგენილ მაჟორიტარებს რეალური გამარჯვების, ან მეორე ტურში გასვლის შანსები არ აქვთ. პარტიის მხარდამჭერებისა და მოხალისეების მიერ ჩატარებული...
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაზე გამოძიება დაიწყეს.
"ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.
პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე...
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ იგი მზადაა ჩენაცვლოს მძევლებს, რომელიც მისი თქმით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში ყაჩაღს ჰყავს აყვანილი.
"თუ გამტაცებელი გვისმენს, მინდა მოვუწოდო და შევთავაზო: რამდენადაც ვიცი, 3 მძევალია დარჩენილი. შეთვაზოს პოლიციამ, რომ მზად ვარ ჩავენაცვლო იმ ადამიანებს. რამდენიმეს შევხვდი, ვინც გამოვიდა. თუ გვისმენს გამტაცებელი, ჯობია დეპუტატობის კანდიდატი იყოს ".
ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. სავარაუდოდ, არიან მძევლები....
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდა, - ამის შესახებ ზუგდიდის მერიაში აცხადებენ.
ამასთან, მათივე ცნობით, ზუგდიდში 55 ქუჩის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. წლის ბოლომდე კი 70-ზე მეტი ქუჩა მოწესრიგდება.
„სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები. უკვე დასრულდა ბერიას და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეების კომფორტული გადაადგილებისთვის, ისე ტურიზმის განვითარების...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში კიდევ რამდენიმე კლინიკა ჩაერთვება.
ამასთან, როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, პაციენტები გარკვეულ რისკს ხედავენ სასტუმროებში სამკურნალოდ გადაყვანაზე. მისი თქმით, ექიმების და ექთნების ბრიგადები, პაციენტებზე მონიტორინგს და მკურნალობას უზრუნველყოფენ.
„რაც შეეხება კოვიდმიმღებ ცენტრებს, ამ ეტაპზე საავადმყოფოებში გვყავს 2992 პაციენტი, რომელიც გადის მკურნალობას, დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად. 340 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში. დღეის მდგომარეობით 4392 საწოლი გვაქვს...
დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ანა დოლიძემ ხელისუფლება მის მიმართ სავარაუდო უკანონო თვალთვალსა და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლაში დაადანაშაულა. ის აღნიშნულ საქმეზე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც ანა დოლიძემ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამოძიებას უნდა მიაწოდოს კონკრეტული მტკიცებულებები - ფოტომასალა, თუ როგორ ხდება მის მიმართ სავარაუდოდ უკანონო თვალთვალი და დევნა.
„წინა კვირას მოვიტანე კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული სახელები და გვარები, ფოტოები, თუ როგორ მიმდინარეობს ჩემი...
წინა სტატია
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვის დარღვევის გამო 12 რესტორანი დაჯარიმდა.
როგორც ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 3 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დარღვევის განმეორებას, რის გამოც სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო.
„შრომის ინსპექციამ 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობის შეზღუდვის აღსრულების მონიტორინგი განახორციელა. გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი და ობიექტები 10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ვინაიდან შესაბამისი დადგენილების...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯოს ოლქში, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, გურჯაანში ამომრჩევლის მოსყიდვა/დაშინება აქტიურ ფაზაშია შესული.
ბეჟაშვილი კონკრეტულ ადამიანებს ასახელებს და სამხარეო პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
„უკვე რამდენიმე დღეა სოციალური ქსელის მეშვეობით, ვრცელდება ე.წ. კრიმინალური ქრონიკები - მესიჯებისა და ხმოვანი შეტყობინებების სქრინშოთები, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ ახდენენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აქტივისტები ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას. ამაში ჩართულები არიან, როგორც...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებზე განახლებული ცნობები გამოაქვეყნა რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანია 1 სექტემბრიდან დაიწყო. მუდმივი განახლების რეჟიმში წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს:
20 ოქტომბერი
გავრცელებული ინფორმაციით, 20 ოქტომბერს, სოფელ ჯავშანიანში, ბოლნისის 59-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მამედ შამილოვმა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა...
ძველ თბილისში, ნაკაშიძის ქ. N26-ში მიმდინარე მშენებლობა შეთანხმებული პროექტის ესკიზებს არ შეესაბამება, რის გამოც ბოლო სართულის დემონტაჟი განხორციელდება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ნაკაშიძის ქ. N26-ში, ბოლო წლების განმავლობაში იდგა დანგრეული შენობა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ ყოფილა ძეგლი და ამ შენობის ადგილას კონკრეტულ კომპანიას საინვესტიციო პროექტი უნდა განეხორციელებინა, რომელიც მათ საკუთრებას...
ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილის, აბაშიძის და მათ გადამკვეთ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო მუნიციპალური პავილიონები განთავსდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასო პარკირებით სარგებლობისთვის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შეუძლია.
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ უკვე კონკრეტულ უბნებში დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და ბევრი ადამიანი სარგებლობს. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ზოგადად, ყველაფერი მიმართულია იმისკენ,...
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მუნიციპალურ სერვისცენტრებში რიგების მართვა იწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გარდა რიგების მართვისა, სერვისცენტრებში მისულ მოქალაქეებს, არქონის შემთხვევაში, პირბადეები დაურიგდებათ.
„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს გარკვეული ზომების მიღება, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დავიცვათ. მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ სერვისცენტრებში მომსახურების დროს, უზრუნველყოფა გაუკეთონ...
24 მძღოლი, რომლებსაც პირბადის ტარების გარეშე გადაჰყავდათ მგზავრები. კალაძის განმარტებით, სანქციის სახით, 2 დღის განმავლობაში აღნიშნულ მძღოლებს მუშაობის უფლება არ ექნებათ. ამასთანავე, კალაძის თქმით, მიკროავტობუსში - 224 მგზავრს, ავტობუსში კი 2088 მგზავრს ჰქონდა პირბადის გარეშე მგზავრობის მცდელობა. იმის გამო, რომ მგზავრმა პირბადის გაკეთებაზე უარი თქვა, ავტობუსი 116 შემთხვევაში არ დაიძრა, 21 შემთხვევაში კი პატრული გამოიძახეს.
„მიკროავტობუსებს რაც შეეხება, პირბადის გარეშე მართავდა...
საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.
სწორედ აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა და 19 ოქტომბერს დადგენილებით მიიღო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა...
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ემატება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შედგება ახალი მარშრუტები, რომლებზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ქალაქში მოქალაქეების გადაადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გასამარტივებლად, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ახალი ავტობუსების შემოყვანით, თუ ახალი მიკროავტობუსების შეძენითაა განპირობებულია. ასევე, ახალ მარშრუტებს ვადგენთ, რადგან არსებობს მიკროავტობუსებისა და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































