24 მძღოლი, რომლებსაც პირბადის ტარების გარეშე გადაჰყავდათ მგზავრები. კალაძის განმარტებით, სანქციის სახით, 2 დღის განმავლობაში აღნიშნულ მძღოლებს მუშაობის უფლება არ ექნებათ. ამასთანავე, კალაძის თქმით, მიკროავტობუსში – 224 მგზავრს, ავტობუსში კი 2088 მგზავრს ჰქონდა პირბადის გარეშე მგზავრობის მცდელობა. იმის გამო, რომ მგზავრმა პირბადის გაკეთებაზე უარი თქვა, ავტობუსი 116 შემთხვევაში არ დაიძრა, 21 შემთხვევაში კი პატრული გამოიძახეს.
„მიკროავტობუსებს რაც შეეხება, პირბადის გარეშე მართავდა 24 მძღოლი, რომელიც გამოვლინდა. ეს კატეგორიულად მიუღებელია, რომ მიკროავტობუსების მძღოლები იყვნენ პირბადის გარეშე. ამას, რა თქმა უნდა, როგორც კომპანიის, ასევე ჩვენი სამსახურების მხრიდან მოჰყვება მკაცრი რეაგირება, ამ 24 მძღოლის მიმართ მიღებულია შესაბამისი სანქციები, 2 დღის განმავლობაში ისინი ვერ იმუშავებენ, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ, ყოველდღიურად ემსახურებიან უამრავ ადამიანს. ასევე, მიკროავტობუსებში გამოვლინდა 224 მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა მცდელობა ემგზავრა პირბადის გარეშე, თუმცა ამას მაშინვე მოჰყვა რეაგირება და ამ მგზავრის აშვება არ მოხდა მიკროავტობუსში. იყო, ასევე, რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პირბადე ბოლომდე არ ჰქონდათ გაკეთებული და აქაც მინდა ვთქვა, რომ აზრი არ აქვს უბრალოდ პირთან გქონდეთ პირბადე და ცხვირზე არ გქონდეთ ჩამოფარებული იმიტომ, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი დაინფიცირება სასუნთქი ორგანოებიდან. ასევე, იყო გარკვეული პრობლემები ავტობუსებშიც, 2088 მგზავრი ეცადა ავტობუსში ასვლას პირბადის გარეშე, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და არ აუშვეს ავტობუსში. უნდა აღინიშნოს, რომ ავტობუსში, დაახლოებით, 1500-მდე მგზავრს მიეცა გაფრთხილება, რადგან მხოლოდ პირთან ჰქონდათ პირბადე და ბოლომდე არ იყო გაკეთებული. 116- ჯერ არ დაიძრა ავტობუსი იმის გამო, რომ მგზავრი არ იკეთებდა პირბადეს.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია და მე მინდა ყველა იმ ადამიანს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ვინც ძალიან ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს. ძალიან აქტიურია საზოგადოება, ძალიან აქტიურები იყვნენ მგზავრები ამ შემთხვევაში და მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. იყო, ასევე, 21 შემთხვევა პატრულის გამოძახების. ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს ყველა მიმართულებით და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დავიცვათ ერთმანეთი და დავიცვათ ჯანმრთელობის უსაფრთხოება,“- განაცხადა კახა კალაძემ
დედაქალაქის მერმა იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კიდევ ერთხელ მოუწოდა და სთხოვა, რომ ატარონ პირბადე, რადგან მისი თქმით, პირბადე არის ყველზე ძლიერი დამცავი საშუალება იმისთვის, რომ არ დავინფიცირდეთ და არ დავაინფიციროთ სხვები.