დარწმუნებული ვარ, იმ წესებით, რომელიც შემუშავებულია ცესკოსა და ეპიდემიოლოგების მიერ, საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ბევრი სუპერმარკეტი, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა.
მისივე თქმით, ხელისუფლება აბსოლუტურად თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს და გეგმის მიხედვით მიდის.
„როცა ვამბობთ, რომ მსოფლიო და მათ შორის, საქართველო იმყოფება ინფიცირების რაოდენობის ზრდის ფაზაში, არავის არ უნდა გვეგონოს, რომ ეს ზრდა არ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ წესების დაცვით და ისე, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს მოხუცებულებს და მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს. ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, უნივერსიტეტებიც უნდა გავხსნათ, არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ და ეკონომიკაც უნდა ვამუშაოთ. აქ ბალანსია მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები, გარდა იმისა, რომ იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი, იყოს ჯანმრთელობისა და ეპიდემიოლოგიური თვალსაზირისით უსაფრთხო და ეს ასეც იქნება. ბევრ სუპერმარკეტში ვიზიტი იქნება მაღალი რისკის შემცვლელი, ვიდრე საარჩვენო უბანზე მისვლა. მე საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.