თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ემატება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შედგება ახალი მარშრუტები, რომლებზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ქალაქში მოქალაქეების გადაადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გასამარტივებლად, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ახალი ავტობუსების შემოყვანით, თუ ახალი მიკროავტობუსების შეძენითაა განპირობებულია. ასევე, ახალ მარშრუტებს ვადგენთ, რადგან არსებობს მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მეტროსთან დუბლირების შემთხვევები. ეს ყველაფერი დარეგულირდება, მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, პარასკევს თბილისის მერია მოსახლეობას წარუდგენს პრეზენტაციას, თუ როგორი იქნება ეს მარშრუტები — რა ნომრები შემოდის, რა მიმართულებით იმოძრავებენ.