ბეჟაშვილი: გურჯაანში ამომრჩევლის მოსყიდვა-დაშინება აქტიურ ფაზაშია შესული

624

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯოს ოლქში, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, გურჯაანში ამომრჩევლის მოსყიდვა/დაშინება აქტიურ ფაზაშია შესული.

ბეჟაშვილი კონკრეტულ ადამიანებს ასახელებს და სამხარეო პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„უკვე რამდენიმე დღეა სოციალური ქსელის მეშვეობით, ვრცელდება ე.წ. კრიმინალური ქრონიკები – მესიჯებისა და ხმოვანი შეტყობინებების სქრინშოთები, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ ახდენენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აქტივისტები ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას. ამაში ჩართულები არიან, როგორც გამგებლები, ასევე სოფლის რწმუნებულები.

ერთ-ერთი ასეთი ფიგურაა გურჯაანის გამგებელი არჩილ ხანდამაშვილი, რომელიც კოქტეილების საქმის თაობაზე ლაპარაკობს და საკუთარი ძმის ბრალს აღიარებს.

ქართული ოცნების რუხი კარდინალი გოგი მაჩხაშვილი, რომელიც 2018 წელს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ამ ჩანაწერებში ამბობს 2018 წელს როგორ გასცემდა უკანონო დავალებებს.

სოფელ ვეჯინის ქართული ოცნების უბნის უფროსი სოფო გველუკაშვილი ადასტურებს, რომ გაჭირვებულ ოჯახებზე ვინმე ზურა მუხულიშვილი გასცემდა დახმარების პაკეტებს საკუთარი ხარჯებით ხმების სანაცვლოდ.

ასევე, აღიარებს ქართული ოცნების შტაბის უფროსის, ლერი გელენავა მიერ უკანონო ბრძანებების გაცემის არსებობას.

სოფელ შაშხანის ქართული ოცნების უბნის უფროსი ნანა გუთიშვილი აღიარებს, რომ გასცემდა 50 ლარიან დახმარებებს ხმების სანაცვლოდ.

სოელ ველისციხის რწმუნებული ნათია თათარაშვილი ადასტურებს, რომ საკუთარ ნათესავებს ამუშავებს უფასოდ ხმების სანაცვლოდ. ასევე, უკმაყოფილოა საჯარო კადრების დამოკიდებულებით ქართულ ოცნებასთან და პირველი ნოემბრის შემდეგ სურს ყველა მოიშოროს.

ადასტურებს რომ ბოლო ხუთ დღეში ყველას ზოგს შიშით , ზოგს ხათრით მიხედავს, ასევე ადასტურებს ფინანსური დახმარების მიღებას დეპუტატის მამის, ბიძინა სონღულაშვილისგან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვითხოვთ სამხარეო პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას და ამ ადმაიანების დაკითხვას”, – ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.