იხილეთ "საქართველოს მედია-კლუბის" მონიტორინგის ანგარიშები სრულად:
წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი – მეორე შუალედური ანგარიში - სექტემბრის ანგარიში
წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი – მეორე შუალედური ანგარიში - ოქტომბრის ანგარიში
"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" აქტივისტებს თავდასხმაში ადანაშაულებენ.
პარტიის წევრმა, მიხეილ ქუმსიშვილმა ფორმულას უთხრა, რომ ინციდენტი სოფელ მარტყოფში მაშინ მოხდა, როცა ლეიბორისტების ახალგაზრდა აქტივისტები ფლაერებს არიგებდნენ და მოქალაქეებს ელაპარაკებოდნენ.
ქუმსიშვილის თქმით, ქართული "ოცნების" მხარდამჭერმა 4-მა ადამიანმა "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა, სააგიტაციო მასალა გაუნადგურა და "გამოყარა სოფლიდან".
მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება განსაკუთრებით იმან გამოიწვია, რომ პარალელურად იმავე სოფელში ქართული ოცნების...
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის დაახლოებით იგივე ბიუჯეტი აქვს გათვლილი, რაც იგივე პროგრამას გაზაფხულზე დასჭირდა.
ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეს არის ძალიან მნიშნვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, პანდემიის პირველივე დღიდან რა ღონისძიებებიც გავატარეთ, ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი იყო კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ისეთი კატეგორიისთვის, ვინც საშუალო დონეზე მოიხმარს ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას. მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი სამართლიანი პაკეტია...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკრაძის განცხადებით, მთავრობა „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას არ განიხილავს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ საუბარი იქნება გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე, ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.
„ლოკდაუნის“ შესახებ ჩვენ საუბარი მთავრობის სხდომაზე არ გვქონია, შესაბამისად, „ლოკდაუნი“ არ განიხილება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება საუბარი, ამის შესახებ მოსახლეობა იქნება წინასწარ ინფორმირებული და ეს არ...
არჩევნების დღეს კანონით დადგენილი რიგი აკრძალვები მოქმედებს. 31 ოქტომბერს - კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.
აკრძალულია კენჭისყრამდე 8-საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, მერის წარმომადგენლის შენობაში აფეთქება მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, აფეთქებულია კარი და ჩამსხვრეულია მინები. მათივე თქმით, ასევე დაზიანებულია შენობაში დამონტაჟებული ბანკომატი.
სოფელ ნუკრიანში სიღნაღის მერის წარმომადგენლის ლევან კრაწაშვილის განცხადებით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა და აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს, 4 თვის განმავლობაში – ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი - დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები.
პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღის ნაწილია და ის ბიზნესის გარდა, სოციალურ მხარდაჭერასაც გულისხმობს. ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების გარდა, სუბსიდირდება ასევე წყალიც და დასუფთავებაც.
გახარიას თქმით,...
წინა სტატია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საღამოს 8 საათიდან აპირებს შეიკრობოს. შეკრების მიზანი არის, მხარდამჭერებთან ერთად დიდი ეკრანიდან მიადევნოს თვალი წინასწარ შედეგებს, - ამის შესახებ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშილმა ისაუბრა.
„მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ ბრიფინგს, ცოტა რთულია ამ ფორმატს დაარქვა ბრიფინგი, რომელსაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ „ქართულ ოცნებაში“ რომელიც დაახლოებით ორი...
მინდა, მადლობა გადავუხადო ათასობით და ათი ათასობით აქტივისტს, რომლებიც ამ დღეებში, ჩვენი მოწოდების შესაბამისად, უძლებენ უამრავ პროვოკაციას, რათა არ დაზიანდეს საარჩევნო გარემო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ათობით შემთხვევა არის რეგიონებში ყოველდღიურად, რომელზეც შეიძლება მოხდეს წამოგება.
„მადლობას ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ემორჩილებიან, ითავისებენ და იზიარებენ ჩვენ მოწოდებას, რომ არ დაზიანდეს წინასაარჩევნო გარემო და ნაცმოძრაობის, მისი დაჯგუფებების...
წინა სტატია
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ბრალდება, რომ ოპოზიციური პარტიები რაღაც რევოლუციურ გეგმას ამზადებენ, არის ბოდვა.
მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ამოცანა ახლა არის, რომ არჩევნების გზით დაამარცხოს „ქართული ოცნება“.
მისივე თქმით, მოსახლეობის შეშინება იმით, რომ რაღაც რევოლუცია მზადდება, არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოლო იმედი.
„ხავსს ეჭიდებიან, იქნებ ხალხს დააჯერონ, თურმე რაღაც არეულობა, დესტაბილიზაცია მზადდებაო. რეალურად კი, ყველაზე დიდი ხიფათი...
აჭარის ყველაზე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი შევიდა.
ბუნებრივ აირს ეტაპობრივად ხულოს სოფლებშიც მიიღებენ.
სალიბაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე მონაკვეთზე აჭარის გაზიფიცირების მასშტაბური პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების, 121 კმ. სიგრძის გაზსადენის მშენებლობის ძირითადი ნაწილი, უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით 27 კილომეტრზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის დასაწყისში, გაზი სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზეც“ შევიდა.
გაზიფიცირების პროექტის სამუშაო პროცესში 300 ადამიანი დასაქმდა. დასკვნითი ეტაპის სამუშაოებზე დამატებით...
თემქის ხევის რეაბილიტაცია-განახლების პროექტი უკვე მზად არის, შერჩეული გვყავს სამშენებლო კომპანია, ტენდერში გამარჯვებული, ვინც უშუალოდ დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თემქის ხევის რეაბილიტაცია-განახლების პროექტი დაახლოებით 35 მილიონი ლარი ჯდება და ორი წლის განმავლობაში მთლიანად პროექტი იქნება დასრულებული.
„ქალაქს კიდევ ერთი ძალიან მაგარი რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცე შეემატება, რომელიც 25 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული, სადაც ყველა ადამიანს, არამხოლოდ...
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მზად არის, დებატები შედგეს ოცნების, ენმ-ის და ევროპული საქართველოს ლიდერებს შორის.
ბოკერიას თქმით, გიორგი გახარიამ რამდენიმე ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში არაკომპეტენტურობა და გულგრილობა გამოავლინა, ახლა კი მაინც არის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ისე, რომ არც ერთ პოლიტიკურ დებატში არ მონაწილეობს.
"გუშინ ფოთში გახარია ჩამოვიდა და ივანიშვილის რეჟიმის რვაწლიანი მმართველობის ბოლოს საზეიმოდ განაცხადა, რომ შემდეგი ოთხი წელი ფოთის და...
მოქალაქე თორნიკე გოგუაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სიაში 20 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუა აღმოაჩინა. ამის შესახებ მან TV პირველზე ისაუბრა.
"საკუთარი თავი გადავამოწმე და, მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრებიც და აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 20 წლის წინ გარდაცვლილი ბაბუაჩემი საარჩევნო სიაშია და ჩემს მისამართზე, ჩემ გარდა, ჩაწერილია დაახლოებით 70 ადამიანი. აქედან ზოგიერთი არის ჩემი მეზობელი, მაგრამ უამრავი ისეთია, საერთოდ რომ არ ვიცნობ და...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ხვალ, 29 ოქტომბერს თბილისში აქცია იგეგმება. ამაზე მან დღევანდელ ბრიიფნგზე განაცხადა.
"ჩვენ ვემზადებით ხვალ შეკრებისთვის თბილისში, სადაც ყველა უსაფრთხოების ზომების დაცვით გავაფრთხილებთ ბიძინა ივალინიშვილს, თუ რა ელოდება 31 ოქტომბერს", - თქვა სალომე სამადაშვილმა.
მანამდე ის "ქართული ოცნების" ლიდერს, ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველო პარტია ასეთი განცხადებებით, წაგების მოლოდინში სახეს კარგავს.
"საზოგადოებას მოვუწოდებ,...
თბილისი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ევროპული ქალაქი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილს წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება.
„გლობალურმა პანდემიამ ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ყველაზე მთავარია ის, რომ ჩვენ ვერ გავჩერდებით, რადგან როდესაც ვზრუნავთ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ვფიქრობთ ჩვენი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































