“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ხვალ, 29 ოქტომბერს თბილისში აქცია იგეგმება. ამაზე მან დღევანდელ ბრიიფნგზე განაცხადა.
“ჩვენ ვემზადებით ხვალ შეკრებისთვის თბილისში, სადაც ყველა უსაფრთხოების ზომების დაცვით გავაფრთხილებთ ბიძინა ივალინიშვილს, თუ რა ელოდება 31 ოქტომბერს”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.
მანამდე ის “ქართული ოცნების” ლიდერს, ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველო პარტია ასეთი განცხადებებით, წაგების მოლოდინში სახეს კარგავს.
“საზოგადოებას მოვუწოდებ, არ მიაქციონ ყურადღება ამ განცხადებებს. დღეს ჩვენ გვაქვს ერთადერთი ამოცანა, რომ მშვიდად, უსაფრთხოების წესების დაცვით, პირბადეებით, საწერი კალმით მივიდეთ და გავაკეთოთ ის არჩევანი, რაც მისაღებია თქვენთვის”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნებს მმართველი გუნდი დამაჯერებლად მოიგებს, ამის გამო კი ოპოზიცია დესტრუქცული ქმედებებისთვის ემზადება. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, 28 ოქტომბერს, პარტიის ოფისში, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.