უდუმაშვილი: „ნაცმოძრაობა“ 31 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებას 20:00 საათის შემდეგ გეგმავს, როცა საარჩევნო უბნები დახურული იქნება

359

წინა სტატია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საღამოს 8 საათიდან აპირებს შეიკრობოს. შეკრების მიზანი არის, მხარდამჭერებთან ერთად  დიდი ეკრანიდან მიადევნოს თვალი წინასწარ შედეგებს, – ამის შესახებ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშილმა ისაუბრა.

„მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ ბრიფინგს, ცოტა რთულია ამ ფორმატს დაარქვა ბრიფინგი, რომელსაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ „ქართულ ოცნებაში“ რომელიც დაახლოებით ორი საათი გრძელდება ყოველდღიურად. ეს ბრიფინგები მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ გარდაუვალი მარცხის წინ  წინასაარჩევნო აგონიაშია.

„რაც შეეხებაამ ბრიფინგის შინაარსს, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ„ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს 12 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებას გეგმავს და მრავალათასიანი აქციის ჩატარებს. რაც არის მტკნარი ტყუილი, რადგან „ქართულ ოცნებაში“ ან წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ, ან შეგნებულად შეყავთ საზოგადოება შეცდომაში. მე ვფიქრობ ორივე ერთად. მართლაც შესული არის ჩვენი სახელით მერიაში განცხადება 31 ოქტომბერზე, ოღონდ ჩვენ შეკრებას ვგეგმავთ არა დილის 12 საათიდან, არამედ საღამოს 8 საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება. ჩვენ ვგეგმავთ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ვადევნოთ თვალი თუ როგორ შედის საარჩევნო ოქმები ცენტრალურ საარჩევნო უბანში და რაც მთავარია, ერთად ავღნიშნოთ გამარჯვება“,  – განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი განმარტებით, განაცხადში 12:00 საათი არის მითითებული, რადგან ამ დროს რუსთაველის გამზირზე ღონისძიების დასაგეგმად ტექნიკური პერსონალი მივა.

„ასე რომ, მოეშვით ბატონებო ეკრანიდან ამ ტყუილების ტირაჟირებას მუდმივად და საათობით. გასაგებია, რომ ნერვიულობთ და სანერვიულო ნამდვილად გაქვთ, რადგან 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა დაგემშვიდობებათ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ინფორმაცია, რომ მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან შეკრებას გეგმავს.

დღესვე თბილისის მერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, პარტია 31 ოქტომბერს, პარლამენტის წინ, 12:00 საათიდან, 24:00 საათამდე მრავალსაათიანი შეკრების ორგანიზებას გეგმავს.