video
შემდეგი სტატია 28 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა, სახელმწიფო რწუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, წინასაარჩევნოდ სკოლის დირექტორები რესტორანში მიიწვია, მათი ნაწილი 31 ოქტომბრის არჩევნებზე საუბნო კომისიის თავმჯდომარეები არიან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.  რესტორან „ემიგრანტში“ ფაქტის გადასამოწმებლად „სამხრეთის კარიბჭე“ 21:00 საათისთვის მივიდა, რესტორნის ერთ–ერთ შენობაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატთან, ანტონ ობოლაშვილთან ერთად, სუფრაზე სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი,...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიცია არჩევნების დღეს პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას გეგმავს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ საჩივრების დიდი რაოდენობით შეტანა, რათა ხელოვნურად შეიქმნას მაღალი სტატისტიკა საჩივრების კუთხით. ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, რადიკალური პარტიები და მათი ფეიკ-დამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიების წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე...
პარტია „პროგრესული საქართველოს” გენერალური მდივანი გიორგი კვაბზირიძე მის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოიკითხა. როგორც კვაბზირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას უცხო პირი დაემუქრა და ჰაერში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის ოფისიდან გამოვიდა და საკუთარ ავტომობილში ჩაჯდა. პარტიის ლიდერის თქმით, უცნობმა პირმა მას პოლიტიკიდან წასვლა მოსთხოვა. „მესმის ხმა – „პოლიტიკის შეეშვი ბიჭო“ და ამის შემდეგ იყო...
გაერთიაენებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" ბოლნისში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში არიგებს ფლაერებს, სადაც ნათქვამია, რომ ოქრიაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომეხეთს ფულით, მედიკამენტებითა და იარაღით ეხმარება. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.  "ბატონი კახა ოქრიაშვილის ანტირეკლამურ ქაღალდებს არიგებდნენ. წერია, რომ ოქრიაშვილი აფინანსებს სომხებს, აწვდის მედიკამენტებს და დიდი რაოდენობით იარაღს ყიდულობს. ეს ყოვლად წარმოუდგენელია, ამას იგონებს წაგებული ოცნების...
საქართველოს მთავრობამ გაზიფიკაციის გეგმის გაგრძელება დაამტკიცა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ახალი გეგმის მიხედვით, 2022-2024 წლიდან დამატებით 211 დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული. "ეს ნიშნავს იმას, რომ 2019 წლიდან დაწყებული 90% გადააჭარბებს გაზიფიკაციის დონე საქართველოში. 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში უკვე გაზიფიცირდა ან უახლოეს თვეში დასრულდება სამუშაოები საქართველოს 324 დასახლებულ პუნქტში", - განაცხადა თურნავამ. მისივე თქმით, მთლიანობაში გაზიფიცირებული ოჯახების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 1 400 000...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი პროფესიული განათლების მიმართულებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სასწავლო პროცესის გაცნობის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში მინისტრის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობას, სადაც მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების სტუდენტები ისწავლიან, სრული რეაბილიტაცია უტარდება. „სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულება ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს, იქნება...
ჩხოროწყუში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა. „ჩხოროწყუს ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. სამსართულიანი შენობა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს. აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს 20 მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი. ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის. ცნობისთვის, 2012–2020 წლებში...
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონს, სულ, 23 სკვერი შეემატება. მათ შორის, ცხრა მისამართზე პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.  აღნიშნულ სკვერებში, სულ, 2 000-მდე ხე-მცენარე დაირგო, კეთილმოეწყო ბავშვთა-გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდა სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, მოეწყო განათების და სარწყავი ქსელები, რამდენიმე მისამართზე მოიხატა კედლები. “გამწვანება და კეთილმოწყობილი სივრცეების შექმნა - ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ წლიდან წლამდე მეტი...
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე აბაშაზე არსებული საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება ხიდის სავალ ნაწილს, მოაჯირებსა და ტროტუარებს. ასევე, იგეგმება ექსპლუატაციაში არსებული ხიდის გაფართოება, დამცავი ბურჯების სარეგულაციო ნაგებობების გაკეთება და გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა. უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 630 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბერში დაიწყო და...
ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვება, რაც სკოლებში ელექტროენერგიის გადასახადის შემცირებას შეუწყობს ხელს. მზის ელექტროსადგურები უკვე დაამონტაჟეს ორ საჯარო სკოლაში. მიმდინარე სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. პროექტი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და ლიტვური კომპანია შპს Via Solis-ის პარტნიორობით შემუშავებული პროექტით შემუშავდა და ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა. ბათუმის 13 საჯარო სკოლაში მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 333...
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  ცხრაწევრიანი დელეგაცია დააკვირდება, რომელსაც ჰოლანდიელი პოლიტიკოსი, ტაინი კოქსი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. დელეგაცია საქართველოში 29 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე დარჩება და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გარდა, საპარლამენტო არჩევნებს ასევე დააკვირდება ეუთო-სა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები....
თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები მიემგზავრებიან. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სამეგრელოდან ღონისძიებაში ათი ათასამდე მხარდამჭერი მიდის. მათი თქმით, ყველას დაურიგდა პირბადე, მანქანებში აქვთ სადეზინფექციო ხსნარი და აქციაზე დაცული იქნება რეგულაციები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის დასკვნითი შეკრება თავისუფლების მოედანზე დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.
დღეს მთავრობაზე განვიხილავთ გაზიფიცირების პროგრამის შემდგომ გაგრძელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ განიხილება გაზიფიცირების შემდგომი სამწლიანი გეგმა, რომელიც 2022-2024 წლებს შეეხება. „მოგეხსენებათ, რომ დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა, რომელიც 2021 წელს სრულდება. ჩვენ, რეგიონებში ბევრი ვიზიტების შემდგომ ვნახეთ, რომ ამ პროგრამის გაგრძელებაზე მოთხოვნა არსებობს და დღეს, ჩვენ...
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 31 ოქტომბერს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება. გახარიას თქმით, ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი წესები. გიორგი გახარიას განმარტებით, ყველამ ერთად მსოფლიოს უნდა დავანახოთ, როგორ შეგვიძლია კოვიდის პირობებში ერთ-ერთი საუკეთესო, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება საქართველოში. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვისკენ, წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი...
ყველა ნორმა დაცულია და შეგვიძლია, თამამად მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიულ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, საარჩევნო უბნებზე ყველა ეპიდემიოლოგიური სტანდარტი დაცულია და მოქალაქეებს უსაფრთხოდ შეეძლებათ საკუთარი არჩევანი დაფიქსირება. „მნიშვნელოვანია, რომ  ყველა ჩვენმა მოქალაქემ, ყველა ნორმის დაცვით, მიიღოს გადაწყვეტილება და აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე....
პარტია "ლელო საქართველოსთვის" 2020 საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. შეხვედრა რესპუბლიკის მოედანზე გუშინ, 28 ოქტომბერს გაიმართა და მას პარტიის მხარდამჭერები ესწრებოდნენ. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, პარტია შეძლებს ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების დაძლევას, ეკონომიკური სტაბილურობის შექმნასა და ქვეყნიდან წასული ემიგრანტების დაბრუნებას. "ლელო" მოდის საქართველოს საშველად, ყველა მოქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად. ყველას მოუწევს მოსმენა, ვინაიდან, ჩვენ ყველაზე ადეკვატურად შევაფასეთ პოლიტიკური ვითარება, დავდეთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ