მთავრობამ გაზიფიკაციის გეგმა გაახანგრძლივა

492

საქართველოს მთავრობამ გაზიფიკაციის გეგმის გაგრძელება დაამტკიცა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ახალი გეგმის მიხედვით, 2022-2024 წლიდან დამატებით 211 დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული.

“ეს ნიშნავს იმას, რომ 2019 წლიდან დაწყებული 90% გადააჭარბებს გაზიფიკაციის დონე საქართველოში. 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში უკვე გაზიფიცირდა ან უახლოეს თვეში დასრულდება სამუშაოები საქართველოს 324 დასახლებულ პუნქტში”, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, მთლიანობაში გაზიფიცირებული ოჯახების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 1 400 000 აბონენტი და ქვეყნის გაზიფიცირების დონე ევროპაში ერთ-ერთი მაღალი იქნება.