ვაკეში 23 სკვერის მოწყობა-განახლებაზე 3 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი

329

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონს, სულ, 23 სკვერი შეემატება. მათ შორის, ცხრა მისამართზე პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. 

აღნიშნულ სკვერებში, სულ, 2 000-მდე ხე-მცენარე დაირგო, კეთილმოეწყო ბავშვთა-გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდა სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, მოეწყო განათების და სარწყავი ქსელები, რამდენიმე მისამართზე მოიხატა კედლები.

“გამწვანება და კეთილმოწყობილი სივრცეების შექმნა – ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ წლიდან წლამდე მეტი შესაბამისი პროექტის განხორციელებას ვცდილობთ. წელს, ვაკის რაიონის მასშტაბით, სკვერების პროექტების დაგეგმვა 20-ზე მეტ მისამართზე მოვახერხეთ. რეაბილიტირდა და მოეწყო, როგორც მცირე ზომის სივრცეები, ასევე, შედარებით დიდი ზომის სკვერები, სადაც განსაზღვრულია საბავშვო ზონები და დასასვენებელი სივრცეები უფროსებისთვის. სკვერები გალამაზებულია მხატვრების ნამუშევრებით და სხვადასხვა მცენარით. ახალი ინფრასტრუქტურით ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად სარგებლობს და იმედი გვაქვს, ასეთივე მონდომებით გაუფრთხილდება ამ სივრცეებს”, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსურელებლმა დავით კვინიკაძე.

მერიის ცნობით, სულ, 23 სკვერის მოწყობა-განახლებაზე 3 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. 12 დასასვენებელი სივრცე სრულიად ახალი, 11 კი – რეაბილიტირებული იქნება.