თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერებიც შეუერთდებიან

324

თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები მიემგზავრებიან.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სამეგრელოდან ღონისძიებაში ათი ათასამდე მხარდამჭერი მიდის. მათი თქმით, ყველას დაურიგდა პირბადე, მანქანებში აქვთ სადეზინფექციო ხსნარი და აქციაზე დაცული იქნება რეგულაციები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის დასკვნითი შეკრება თავისუფლების მოედანზე დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.