„არჩევნების შემდეგ „თავისუფალი საქართველო“ იქნება ის პოლიტიკური გუნდი პარლამენტში, რომელიც ყველაზე უფრო მწვავე სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად იბრძოლებს“,- ეს განცხადება დღეს „თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, თენგიზ ომანიძემ გააკეთა.
მისი თქმით, დღეისათვის ყველაზე უფრო მწვავე პრობლემებს, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული არანორმალურად მაღალი ფასი წარმოადგენს, ამის მიზეზი კი მონოპოლისტების მიერ დაწესებული ჩრდილოვანი კონტროლია.
„თავისუფალი საქართველო“, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედ მონოპოლისტებს დღემდე...
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რაც იმის გარანტია, რომ არჩევნებზე გაყალბება ვერ მოხდება.
როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სენატორ ჯიმ რიშის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, თუ ბიძინა ივანიშვილი მაინც ეცდება არჩევნების გაყალბებას, საერთაშორისო საზოგადოების უმძიმეს რეაქციას მიიღებს.
"ჩვენი პარტნიორები ძალიან დაკვირვებით არიან ჩართულები ამ არჩევნებში. აკვირდებიან, ყურადღებას აქცევენ ჩვენთან მიმდინარე პროცესებს. ის განცხადებები, რომელიც გვესმის ამერიკელი სენატორებისგან, კონგრესმენებისგან, ევროპარლამენტარებისგან...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 და საგარეჯოს 3 სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ჯამში 86 მილიონი ლარი დაიხარჯება. ორივე მუნიციპალიტეტში პროექტებზე მუშაობა დასრულებულია და ტენდერი სავარაუდოდ, მალე გამოცხადდება. ცნობილია, რომ გურჯაანში 49, ხოლო საგარეჯოში 27 მილიონი ლარი გამოიყოფა იმისათვის, რომ სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდებს.
აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების ინიციატოვა გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯოს ოლქში ,,ქართული ოცნების" მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ეკუთვნის, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი...
წინამდებარე ანგარიში მოიცავს საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს. ანგარიშში შესულია ორგანიზაციის მიერ 1 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით დაფიქსირებული დარღვევები.
მონიტორინგი, „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, სადამკვირვებლო ორგანიზაციის - „საქართველოს მედია კლუბის“ პროექტის - „წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი“ - ფარგლებში ხორციელდება.
ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული...
საქართველოს მედია-კლუბის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ მასობრივად ხდებოდა საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის დაზიანებისა და ერთი სუბიექტის პლაკატებზე სხვა სუბიექტის პლაკატების გადაკვრის ფაქტები, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებსაც, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლით, რეაგირება ევალებათ, კვლავაც უმოქმედოდ იყვნენ. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, თავად საარჩევნო სუბიექტები თვითმმართველობებს დარღვევაზე რეაგირების მოთხოვნით, პრაქტიკულად, არ მიმართავდნენ.
„საქართველოს მედია-კლუბმა“ 64-ვე მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის...
„საქართველოს მედია-კლუბმა“, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებში წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება, მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის ცნობით, კვლავ პრობლემად დარჩა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისა და მოსამსახურეების საარჩევნო კამპანიაში „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევით მონაწილეობა და სოციალურ ქსელებში მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების სასარგებლოდ აგიტაცია.
„მიუხედავად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის 7 ოქტომბრის რეკომენდაციისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოსამსახურეებმა „თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციაში...
ვაკის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნოდარ ტურძელაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ამ თბილისის ეს რაიონი განსაკუთრებულად დაახასიათა.
„კახი ხშირად ამბობს ხოლმე თბილისის წარდგენების დროს, რომ თბილისში გამორჩეული უბნები და რაიონები არ არსებობს. მართლაც ასეა, თბილისში ყველა უბანი სხვადასხვანაირად გამორჩეულია, თუმცა ვაკე გამორჩეულთა შორის გამორჩეულია და ძირითადად, იმ მიზეზის გამო, რომ ეს უბანი შეიქმნა თბილისის და საქართველოს ძირითადი...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლ „რუსთავისა“ და მისი სტრუქტურული ერთეულის – ხელოვნების აკადემია „მართვეს“ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა: შენობის ნაწილობრივი გამაგრებითი სამუშაოები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სარეპეტიციო დარბაზს, ცენტრალურ კიბეს, დარბაზის მიმდებარე სივრცეებს: კულისებს, ხმის ჩამწერ სტუდიასა და გასახდელებს. განახლდა შენობის ფასადები, დერეფნები და ოთახები. დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა; შენობის პერიმეტრზე მოეწყო წყალამრიდი...
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ პარტია „ქართული ოცნება" დემოკრატიულ-საქართველოსთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.
აღნიშნულ შეთანხმებას მათ დღეს „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მოაწერეს ხელი.
როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე თანხმდებიან, რომ ოპოზიცია ერთად უნდა იყოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ.
„მწამს, რომ აღმშენებლობის საწყისი ერთიანობა და ერთად დგომაა. ვფიქრობ, ყველას ამოგვივიდა ყელში დაპირისპირების ფონი. გვინდა, რომ საქმის კეთება...
ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.
ცესკოს ინფორმაციით, 31 ოქტომბრის 07:00 საათიდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.
საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება -08:30, 10:30, 12:30, 15:30,...
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ყველა ოპოზიციური პარტია, რომ არც ერთი ჩვენგანი არ შეუქმნის კოალიციურ მთავრობას ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ხელი მოწერება დოკუმენტს, რითაც ოპოზიციური პარტიები ხელმოწერით დაადასტურებენ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მაშველი რგოლის ფუნქციას არ შეასრულებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური და მორალური სიცხადე, რომელსაც გვაძლევს აღნიშნული...
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარიზის მერად ხელმეორედ არჩეული ან იდალგო თბილისელ კოლეგას, კახა კალაძეს მადლობის წერილს უგზავნის.
წერილში იდალგო თბილისსა და პარიზს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს.
„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ მოსალოცი წერილისთვის, რომელიც პარიზის მერის პოსტზე ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით გამომიგზავნეთ. თქვენი წერილი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. მეგობრობის დიდი ისტორია, რომელიც პარიზსა და თბილისს, საფრანგეთსა და საქართველოს აკავშირეთ, განსაკუთრებით ფრანკოფონიისა და კულტურის...
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა კახიშვილი წარადგინა.
კალაძის განცხადებით, გუნდისა და ადგილობრივ მოსახლეობაში გამოკითხვის ჩატარების შემდეგ, ყველაზე მეტი პატივისცემა, სიყვარული კახა კახიშვილმა დაიმსახურა.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ სურვილი გვაქვს წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც საქართველოს პარლამენტში თქვენს ინტერესებს დაიცავს და გაატარებს. გუნდში ბევრი მსჯელობა გვქონდა, ბევრი კანდიდატი განიხილებოდა, თუ ისნის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი, ვინ უნდა ყოფილიყო. ბევრი გამოკითხვა ჩავატარეთ, ადგილობრივ მოსახლეობას ვკითხეთ...
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ არჩევნების დღეს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც უნდა გააგრძელონ მუშაობა თავის აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დასაცავად.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო გავრცელებულ განცხადებაში ელჩი ჰარცელი ხაზს უსვამს, რომ ეს არჩევნები ჩატარდება ახალი საარჩევნო სისტემით, რაც მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის 8 მარტს მიღწეული ისტორიული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი.
„ამ შეთანხმების წყალობით, პარლამენტში შესვლის...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ბოლნისში, მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპი მიმდინარეობს.
„პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის დაგება და ფასადების მოწყობა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ უბანში მცხოვრებელი ყველა მოსახლის ჭიშკარი გამოიცვლება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროექტი „რეგიონებში...
„რა გაკეთდა სამეგრელოში“ - მობილური აპლიკაცია ამ სახელწოდებით უკვე ხელმისაწვდომია Andorid-ის მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია წარმოადგენს სამეგრელოს მოსახლეობისთვის ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ანგარიშს. ანგარიში ნათლად წარმოაჩენს იმ განვითარებასა და წინსვლას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამეგრელოს მოსახლეობას მოუტანა.
აპლიკაციის გარდა, ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია ონლაინ ბუკლეტიც, რომლის ნახვაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ბმულზე: http://gd.ge/samegrelo/
უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიზნესის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































