ცესკო, 31 ოქტომბერს, 08:30 საათიდან, რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს

385

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.

ცესკოს ინფორმაციით, 31 ოქტომბრის 07:00 საათიდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება -08:30, 10:30, 12:30, 15:30, 17:30, 20:30 საათზე.

ცესკოს ინფორმაციით, განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.