დღის 10:00 საათისთვის, საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. თუმცა, გამოიკვეთა ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.
ძირითადად, დარღვევები უკავშირდება უბანზე დამკვირვებლის არდაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრის გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას.
ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 10-ზე მეტი დარღვევა, მათ შორის:
გარდაბნის #19 უბანზე 7...
ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბანზე გამოჩნდა და ამომრჩევლევბს მითითებებს აძლევს თუ როგორ უნდა დადგენ რიგში.
რადიო ჰერეთთან დამკვირველები აღნიშნავენ, რომ ჯამბურია არაპირდაპირი გზით ცდილობს ამომრჩეველზე გავლენის მოპოვებას.
ლაგოდეხის N1 უბნის გარეპერიმეტრზე ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის ნაკადია. ამომრჩევლები დისტანციას არ იცავენ და არ ემორჩილებიან დამკვირვებლების მოწოდებას.
ჯამბურია აღნიშნავს, რომ ამომრჩეველს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ ამ უბანზე ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ეთნიკური...
დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისის #39-ე საარჩევნო უბანზე. დამკვირვებლების ინფორმაციით, კომისიის წევრებმა მესამე ბიულეტენები არ გასცეს. მათი თქმით, დაახლოებით 15 ამომრჩეველმა მერიის ბიულეტენი ვერ მიიღო. მომხდარზე საჩივარიც დაიწერა.
ფაქტს ადასტურებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და აცხადებს, რომ უბანზე არსებული ხმაურის გამო მესამე ბიულეტების გაცემა დაავიწყდათ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის 2 საარჩევნო უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლები და კომისიის წევრი გამოაძევეს.
მისი თქმით, გამოძევების მიზეზი არის, რომ დამკვირვებლებს გადაღების უფლება არ მიეცათ.
წითლიძის განმარტებით, მათი წარმომადგენლები უბანში ე.წ. ბეიჯებითა და სრული წესის დაცვით შევიდნენ, თუმცა, უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ მიეცათ.
წითლიძის ინფორმაციით, დამკვირვებლები და კომისიის წევრი 26-ე და 55-ე უბნებიდან გამოაძევეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ მან შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პოლიციის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც დღის განმავლობაში დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. შსს-ში ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში,...
ხულოში სოფელ წაბლანაში მცხოვრები მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებს პროტესტს უცხადებენ და ისინი საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად არ მიდიან. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.
მოქალაქეების განცხადებით, ხელისუფლებამ ისინი მოატყუა.
„ჩვენ 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულები ვართ, არაერთი აქცია გავმართეთ. გადმოგვცეს ბინები, მაგრამ დაუსრულებელი, ჩვენ რემონტის საშუალება არ გვაქვს და ამიტომ უკიდურეს ფორმას მივმართეთ, არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში", - აცხადებენ სოფელ წაბლანაში მცხოვრებლები.
მოქალაქეების განცხადებით, ნაწილი...
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრი, ზვიად კუპრავას განცხადებით, დიდ-დიღომში, მე-40 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
„ქართული ოცნებიდან“ უბნის ხელმძღვანელია ვინმე ილო, მან მიაყენა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ბექას სიტყვიერი შეურაცხყოფა, თავის უფლებამოსილების განხორციელებაში უშლიდა ხელს. მან დაგვირეკა ჩვენ, მობილური ჯგუფი, მივედით ადგილზე და როცა ილოს ამ თემაზე ვესაუბრებოდით და ვეკითხებოდით, მან დაუძახა...
შემდეგი სტატია
გურჯაანში, საარჩევნო უბნიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
მირანდა ფაიქიძის განმარტებით, მან საარჩევნო კაბინიდან ამომრჩევლის გახსნილი ბიულეტენით გამოტანა გააპროტესტა.
“დავალებული აქვთ საჯარო მოხელეებსა და დასაქმებულ პირებს, რომ კაბინიდან გახსნილი ბიულეტენით უნდა გამოვიდნენ. მე ეს გავაპროტესტე. ქართული ოცნების წარმომადგენელმა უჩურჩულა კომისიის თავმჯდომარეს და მან დაიწყო ჩემი გაძევების პროცედურა. კომისიამ დაარღვია კანონი და ფეხს არ მოვიცვლი აქედან”,...
სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბენარის N4-ე საარჩევნო უბანზე, დამკვირვებლების მითითების მიუხედავად, ამომრჩევლები კაბინიდან დაუკეცავი ბიულეტინებით გამოდიან. ამავე უბანზე ხმა მისცა ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარემ, შემდეგ კი "მწვანე დედამიწის" დამკვირვებლად დარეგისტრირდა.
იგივე სიტუციაა სოფელ არლის N3-ე საარჩევნო უბანზე. ასევე, არ არის დაცული დისტანცია.
"ეს ნიშნავს, რომ სხვებს აჩვენებთ, ვის აძლევთ ხმას", - აცხადებს ერთ-ერთი დამკვირვებელი.
ფოთში თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების" აგიტატორები არიან მობილიზებული და ადგილზე მისულ ამომრჩევლებს მმართველი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ - ამის შესახებ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის წევრი აკეთებს.
ოპოზიციის განცხადებით, ეს კანონდარღვევაა. ადგილზე შეკრებილი ადამიანები ოპოზიციის განცხადებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ უბანზე თავიანთი სურვილით მივიდნენ და პირბადეებს არიგებენ.
"ხალხს არ აძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ ნორმალურად გააკეთონ არჩევანი. ამათ გონიათ, თუ აგიტატორს დააყენებენ და ხალხს...
''ქართული ოცნება“ გაყალბებისთვის ემზადება, იგეგმება ე.წ. კარუსელების დატრიალება – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე განაცხადა.
ანი წითელაძის თქმით, ცნობილია კონკრეტული უბნები, სადაც არჩევნების კანონდარღვევით ჩატარება იგეგმება.
„დაგისახელებთ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ შტაბის დავალებით ზუგდიდის უბნებში დღეს, შეეცდებიან ე.წ. კარუსელის დატრიალებას. უბნებზე ასევე გაფრთხილებულები არიან კომისიის წევრები, რომ ამ ადამიანებს ხელზე ექნებათ სპეციალური ბეჭედი და ხელსაბამი, რითაც შეუძლიათ, ისინი იცნონ და...
ფოთში მე-18 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
დამკვირვებლების ინფორმაციით, წილისყრით არასწორად მოხდა პოზიციების გადანაწილება. მათივე თქმით, ეს გამიზნულად გაკეთდა.
უბნის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ უბანზე პროცედურები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.
რაც შეეხება სხვა უბნებს, 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ფოთში სულ 41 376 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამასთან, კოვიდპაციენტებისა...
წინა სტატია
მარნეულის პოლიციის უფროსის, რუსლან იოსელიანის განცხადებით, მე-5 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც იოსელიანმა "ინტრპრესნიუსს" განუცხადა, გამოძიება მუქარის ფაქტზეა დაწყებული.
"ერთ-ერთმა დამკვირვებელმა განგვიცხადა მუქარის ფაქტის შესახებ, შესაბამისად, მუქარის ფაქტზე დავიწყებთ გამოძიებას. დეტალურ კომენტარს მოგვიანებით მოგახსენებთ. ვისი მხრიდან არის დამკვირვებელი, ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს, ვისი მხრიდან იყო მუქარა, ესეც არ ვიცი, მხოლოდ მშრალი ინფორმაცია გვაქვს. ვინაიდან დანაშაულის...
შემდეგი სტატია
მარნეულში მე-5 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
საარჩევნო უბანზე მარნეულის პოლიციის უფროსი რუსლან იოსელიანიც მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოიძახეს და მას შემდეგ ისაუბრებს, რაც სიტუაციაში გაერკვევა. ადგილზე საარჩევნო პროცესი რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლაშა ქველაძე აცხადებს, მათ დამკვირვებელს უფლებას არ აძლევენ, ამომრჩევლის რეგისტრაციას დააკვირდეს. მისივე თქმით, საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ სამართალდამცავები...
ევროკავშირი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დროს, ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70–ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი საქართველოში 1 000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და მიმდინარე ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობაა.
„ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 845 მოქალაქე ე.წ. კოვიდ სპეცსიებშია.
კოვიდპანდემიის გამო, თვითიზოლაციაში, საკარანტინო სივრცეებსა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლისთვის გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შესაძლებლობის მისაცემად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სპეციალური სიები შექმნა. სპეციალურ სიაში მოხვდნენ ის მოქალაქეები, რომლებმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ცხელი ხაზის მეშვეობით მიმართეს, რომ თვითიზოლაციაში, საკარანტინო და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის მიუხედავად, მათ სურდათ კონსტიტუციური ხმის უფლებით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































