ხულოში სოფელ წაბლანაში მცხოვრები მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებს პროტესტს უცხადებენ და ისინი საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად არ მიდიან. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.
მოქალაქეების განცხადებით, ხელისუფლებამ ისინი მოატყუა.
„ჩვენ 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულები ვართ, არაერთი აქცია გავმართეთ. გადმოგვცეს ბინები, მაგრამ დაუსრულებელი, ჩვენ რემონტის საშუალება არ გვაქვს და ამიტომ უკიდურეს ფორმას მივმართეთ, არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში”, – აცხადებენ სოფელ წაბლანაში მცხოვრებლები.
მოქალაქეების განცხადებით, ნაწილი საარჩევნო უბანზე იმიტომ გამოცხადდა, რომ აღნიშნული პროტესტი გამოეხატა.