ფოთში მე-18 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო, ხმის მიცემა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო

319

ფოთში მე-18 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

დამკვირვებლების ინფორმაციით, წილისყრით არასწორად მოხდა პოზიციების გადანაწილება. მათივე თქმით, ეს გამიზნულად გაკეთდა.

უბნის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ უბანზე პროცედურები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

რაც შეეხება სხვა უბნებს, 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ფოთში სულ 41 376 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამასთან, კოვიდპაციენტებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ფუნქციონირებს ერთი სპეციალური უბანი. მათ ხმის მიცემა გადასატანი ყუთის საშულებით შეუძლიათ.

70-ე სალოქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაწერილია რამდენიმე საჩივარი, როგორც საოლქო კომისიაში, ასევე უბნებზე, თუმცა მათი ინფორმაციით, ეს არჩევნებზე გავლენას ვერ იქონიებს.

ფოთში არჩევნების მიმდინარეობას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები აკვირდებიან.