წინა სტატია რეგისტრატორები ისე ახევენ ბიულეტებს, რომ 2 ნომერი და კანდიდატების გვარები არ ჩანს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპული საქართველო" ავრცელებს. პარტიის ცნობით, ბიულეტენს 2 ნომერს მარნეულის 47 უბანზე ისე ახევენ, რომ ამომრჩეველს სიაში აღარ დახვდეს. ვაკის საარჩევნო ოლქში"ევროპული საქართველოს' მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, ანალოგიური პრობლემაა ვაკის საარჩევნო ოლქშიც. "ვაკეში რეგისტრატორმა ისე მოხია ბიულეტენები, რომ 2 ნომერი და ჩემი გვარიც მიაყოლა, ვითომ...
ბათუმში რამდენიმე უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. 84-ე უბანზე მობილიზებულია სამარშრუტო ტაქსები, საიდანაც მოსახლეობას საკვებ პროდუქტებს ურიგებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.  "84-ე უბნის წინ მობილიზებული იყო მიკროავტობუსები, რომლებიც დატვირთული იყო სურსათით, კარტოფილით, ხახვით... როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" კვლავ ამ მეთოდებით აგრძელებს ამომრჩევლის მოსყიდვას", - ამბობს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე. გარდა ამისა, მე-8 საარჩევნო უბანთან სამარშრუტო ტაქსებში სხედან "ქართული ოცნების"...
ცოტა ხნის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის 31-ე უბანზე ხმაური იყო. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. "ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის განცხადებით, რეგისტრატორები ბიულეტენს ისე ხევდნენ რომ 2 ნომერი ყუაზე რჩებოდა. ბიულეტენის არასწორად დახევის ფაქტის knews.ge-სთან ადასტურებს გურჯაანის #9 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. "მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც თავმჯდომარემ დროულად შეამჩნია და ჩაანაცვლა რეგისტრატორი. პრობლემა აღმოფხვრილია და საარჩევნო პროცესი გრძელდება. ბიულეტენებს კი, თუ კაბინაში...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ზუგდიდში #3-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს მმართველი პარტიის აგიტატორები ფულს არიგებენ. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. როგორც ენმ-ის ერთ-ერთი დამკვირვებელი ამბობს, ქალი, რომელიც აღნიშნული უბნის ტერიტორიაზე მანქანით იმყოფებოდა, მოქალაქეებს სხვადასხვა კუპიურას აძლევდა, რისი ამსახველი ფოტო მასალაც მოეპოვებათ. ფაქტს უარყოფენ მანქანაში მყოფი "ქართული ოცნების" კოორდინატორები. მათი თქმით, ისინი მანქანაში მხოლოდ საჭმელად ჩასხდნენ. ადგილზე იმყოფებოდა უბნის მაჟორიტარი, ზუგდიდის საკრებულოს წევრი...
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები პარლამენტის არჩევნებს საქართველოს შვიდ რეგიონში აკვირდებიან:  1. კახეთში - საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 2. ქვემო ქართლში - გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 3. სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 4. შიდა ქართლის რეგიონში, გორის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 5-7) იმერეთის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. საარჩევნო უბნებზე არჩევნებს...
გორის მე-11 უბანზე აგიტატორებმა დამკვირვებლებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწდეს. საარჩევნო უბანი გორის მეორე სკოლაშია გახსნილი. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ბექა ქორჩილავამ აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების" აქტივისტებმა 25-მეტრიანი დისტანცია დაარღვიეს და საარჩევნო უბანზე მოსყიდვას და არჩევნების გაყალბებას ახორციელებენ. ქორჩილავამ მანქანაში მსხდომ აგიტატორებს მოსთხოვა შეეწყვიტათ კანონის დარღვევა. მოქალაქეებმა არ უარყვეს, რომ ისინი მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან და სიები გააჩნიათ. პირიქით,...
ცენტრალური საარჩევნო კომისია ადასტურებს, რომ საბურთალოზე მე-19 საარჩევნო უბანზე ყუთს ძირი არ ჰქონდა. მათი ინფორმაციით, ხარვეზი აღმოიფხვრა და მას საარჩევნო პროცესზე გავლენა არ ჰქონია. "საარჩევნო უბანზე ყუთის ძირის მთლიანობა იყო დარღვეული, თუმცა აღნიშნული ახრვეზი დროულად იყო აღმოფხვრილი. სარჩევნო უბანზე ვინც იმყოფებოდა, უფლებამოსილი პირები, შეთანხმდნენ და ისინიც ადასტურებენ, რომ ამ შემთხვევას არ ჰქონია არანაირი გავლენა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე, როგორც გითხარით, დროულად...
ზუგდიდის სოფელ ტყაიაში, #71 საარჩევნო უბანთან ხალხმრავლობაა. უბანზე ამომრჩევლების რიგებია. სამართალდამცავები ადგილობრივებს რეკომენდაციების შესაბამისი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ამასთან, მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება საარჩევნო უბნის სიახლოვესაც. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.  ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების თქმით, უბნის გარშემო ე.წ. საეჭვო ადამიანები გადაადგილდებიან. "აქ არიან მოძველბიჭო ელემენტები, "ოცნების" ხალხთან ერთად გადაადგილდებიან ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ამომრჩევლებზე", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. უბნის სიახლოვეს...
N29–ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსა და საკრებულოს დეპუტატს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ახალციხის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, ამბარცუმ ბაბოიანი კომისიის წევრებს მითითებებს აძლევდა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ენმ–ს წარმომადგენელი, ივერი ბალახაშვილი "სამხრეთის კარიბჭესთან" ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც ამბარცუმ ბაბოანის საქმიანობა გააპროტესტეს, დეპუტატმა მათ სიტყვიერი  შეურაცხყოფა მიაყენა. „უბანზე მოქმედი საკრებულოს დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი, ე.წ არასამთავრობოდან, არის მმართველად მოვლენილი,...
07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. მიუხედავად აღნიშნულისა, დაფიქსირდა გარკვეული ხასიათის ხარვეზები.    დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა (5 ფაქტი): დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე უბანზე შესვლის პრობლემა შეექმნათ  „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებს მარნეულის ორ (უბანი #13.22.65 და #13.22.36) და კრწანისის ორ  საარჩევნო უბანზე...
ლაგოდეხში, #1 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგევბელს ხელში პირადობების დასტა უჭირავს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.  რადიო ჰერეთის კითხვაზე თუ რისთვის იყო საჭირო ეს, ნაკადის მომწერიგებელი განმარტავს, რომ რიგში მდგომ ამომრჩევლებს რეგისტრატორებთან გათავისუფლებული ადგილების მიხედვით, ანბანის გამოყენებით იძახებს. დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ცესკოს ათი საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 7%-ია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 8.33% შეადგინა. ყველაზე მაღალი აქტივობა N19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი), სადაც ამომრჩეველთა 11.8%-ია, ხოლო ყველაზე დაბალი - N28, N29 და N30 მაჟორიტარულ ოლქებში (აჭარა) და ამომრჩეველთა აქტივობამ 7.3% შეადგინა.
დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე საარჩევნო უბანზე უკვე მივიდა. როგორც კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევანი გააკეთა წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას. „ის რომ 55-60%-ის ფარგლებში მივიღებთ მხარდაჭერას, ამის საფუძველს მაძლევს ხალხის განწყობა და დამოკიდებულება. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ რეგიონში, ყველა ქალაქში ვიმყოფებოდით საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით და...
შემდეგი სტატია "ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის უფროსი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენებიდან #2 არის მოხეული ისე, რომ ამომრჩეველს არ აქვს საშუალება, ევროპულ საქართველოს ხმა მისცეს. "ვაკის 54-ე უბანსა და გურჯაანის 31-ე უბანზე: ქართული ოცნების კომისიის წევრები, როცა ბიულეტენს აძლევენ ამომრჩეველს, ისე ახევენ ბიულეტენს, 2 ნომერი მასზე არის მოხეული, მოჭრილი. ამომრჩეველს აძლევენ ბიულეტენს 2 ნომრის გარეშე. შემოგვდის ინფორმაცია, რომ მსგავსი...
დღეს, 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოუწევს, უარის თქმის შემთხვევაში კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა ცენტრალური საარჩევო კომისიის დადგენილების მიხედვით, ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე თავდაპირველად კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის დროს, შემდეგ კი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ პირადობის მოწმობაში ან პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების...
"ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, კახეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს. კორძაია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და მოუწოდებს, მომხდარზე დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. "მივმართავ შსს-ს და სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან გამოვლინდა კახეთში ფაქტები, როდესაც მოქალაქეებს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები. სოფელ ხაშმში ჯანიაშვილი ლამარას პირადობის მოწმობა გამოართვა ციალა ჩიტრეკიშვილმა და კერესელიძე ნაზიკოს მზია ქარუმიძემ. ასევე, საგარეჯოში მაზარ სადიკოვს, ბაბაქ ხადიროვს, ტარიელ ხადიროვს ჩამოართვა პირადობის მოწმებები ვინმე ხალადინოღლიმ. ეს არის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ