ლაგოდეხში, ნაკადის მომწესრიგებელს ხელში პირადობების დასტა უჭირავს

439

ლაგოდეხში, #1 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგევბელს ხელში პირადობების დასტა უჭირავს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს. 

რადიო ჰერეთის კითხვაზე თუ რისთვის იყო საჭირო ეს, ნაკადის მომწერიგებელი განმარტავს, რომ რიგში მდგომ ამომრჩევლებს რეგისტრატორებთან გათავისუფლებული ადგილების მიხედვით, ანბანის გამოყენებით იძახებს.

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ცესკოს ათი საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 7%-ია.