გორის მე-11 უბანზე აგიტატორებმა დამკვირვებლებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწდეს. საარჩევნო უბანი გორის მეორე სკოლაშია გახსნილი. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ბექა ქორჩილავამ აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების” აქტივისტებმა 25-მეტრიანი დისტანცია დაარღვიეს და საარჩევნო უბანზე მოსყიდვას და არჩევნების გაყალბებას ახორციელებენ.
ქორჩილავამ მანქანაში მსხდომ აგიტატორებს მოსთხოვა შეეწყვიტათ კანონის დარღვევა.
მოქალაქეებმა არ უარყვეს, რომ ისინი მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან და სიები გააჩნიათ. პირიქით, მათ დამკვირვებლებს და პარტიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ ტერიტორია თავად უნდა დატოვონ.