ცესკო ადასტურებს, რომ საბურთალოზე მე-19 საარჩევნო უბანზე ყუთს ძირი არ ჰქონდა

395

ცენტრალური საარჩევნო კომისია ადასტურებს, რომ საბურთალოზე მე-19 საარჩევნო უბანზე ყუთს ძირი არ ჰქონდა. მათი ინფორმაციით, ხარვეზი აღმოიფხვრა და მას საარჩევნო პროცესზე გავლენა არ ჰქონია.

“საარჩევნო უბანზე ყუთის ძირის მთლიანობა იყო დარღვეული, თუმცა აღნიშნული ახრვეზი დროულად იყო აღმოფხვრილი. სარჩევნო უბანზე ვინც იმყოფებოდა, უფლებამოსილი პირები, შეთანხმდნენ და ისინიც ადასტურებენ, რომ ამ შემთხვევას არ ჰქონია არანაირი გავლენა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე, როგორც გითხარით, დროულად აღმოიფხვრა აღნიშნული პრობლემა.” – ამბობს ცესკოს წარმომადგენელი.