დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ჩუღურეთში საარჩევნო უბნებს ე.წ. "ძველი ბიჭები" აკონტროლებენ. ამის შესახებ დოლიძემ ჟურნალისტებს ცესკოში განუცხადა.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, ხუდადოვზე, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, „კრიმინალური ავტორიტეტი“ „კაწრო“ იმყოფებოდა.
„დიდუბე- ჩუღურეთში აქტიურად ეშლება ხელი ამომრჩევლის ნების განხორციელებას სხვადასხვა მეთოდებით. ძალიან ბევრ უბანში და მათ შორის, მე-4 უბანში იყო შერჩეული პატარა ოთახები, რამაც განაპირობა ის, რომ ათეულობით ადამიანი საათების განმავლობაში იყო რიგში...
ქუთაისის მერობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ამირან ძოწენიძე წერს, რომ ის თვითიზოლაციაშია, რის გამოც გადასატანი ყუთის აღრიცხვაზე სურდა დარეგისტრირირება, სცადა უთხრეს, რომ დარეგისტრირებულია, თუმცა, სიაში მაინც არ მოხვდა.
"ცესკო დაგასხით თავს ლაფი! 22-იდან თვითიზოლაციაში ვარ, 24-იდან მოყოლებული, რაც გამოცხადდა თვითიზოლაციაში მყოფთათვის გადასატან ყუთზე რეგისტრაცია, ვრეკავ ხან ცესკოს, ხან დაავადებათა ცენტრის ნომერზე, და 26-ში როგორც იქნა, საშველი დაადგათ და მითხრეს, რომ რეგისტრირებული...
მოგიწოდებთ, რომ ტყუილის თქმა არაფრად ღირს, თუ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას მოიპოვებთ, ხარვეზების აღმოფხვრაში ჩვენც დაგეხმარებით, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში ბრალდებებს, დეზინფორმაციებს ისმენს, რადგან კონკრეტული ფაქტი არ არსებობს.
„მოსყიდვის ერთი ფაქტი მაჩვენეთ, სადაც კონკრეტული ფაქტია დაფიქსირებული, მაგალითად, როგორიც იყო გუშინ, რაც თქვენ დამალეთ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები 20-20 ლარს ქუჩებში...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო უბანზე "კარუსელის" ჩატარების მცდელობებზე საუბრობს.
როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ბოლო 1 საათში დარღვევები დაფიქსირდა ქუთაისში, რუსთავში, თბილისში, მარნეულში, ზუგდიდსა და წყალტუბოში.
"ქუთაისში, მე-12 საარჩევნო უბანზე, აბესალომ აბულაძე, რომელიც კოვიდ ინფიცირებულთა სიაში იყო, უბანზე გამოცხადდა და ხმაც მისცა.
სოფელ ჭანდარში მარკირებას არ უკეთებენ ამომრჩევლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველს, რომელსაც მარკირება არ აქვს, შეუძლია სხვა უბანზე მივიდეს და...
ბათუმში კოვიდით „ქართული ოცნება" ე.წ. კარუსელს ატრიალებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სპეცუბანზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზეც ხმის მიცემის უფლებას აძლევენ.
„შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვა, რომ „ქართული ოცნება" კოვიდ პანდემიას და ამისთვის შექმნილ სპეციალურ სიებს ე.წ. კარუსელისთვის იყენებს.
ბათუმის 45-ე, 84-ე, 71-ე და 98 უბნებში ხმა მისცეს იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც სპეციალურ სიაში არიან შესული.
„ქართული ოცნება" რას აკეთებს?...
მოვუწოდებ შსს-ს, ნუ ცდილობს ჩვენი მხარდამჭერების დაშინებას, რადგან თქვენი არავის არ ეშინია! - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შსს-ს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ ხმის მიცემის პროცესში შესაძლო დარღვევების შესახებ ისაუბრა.
„მინდა გამოვეხმაურო ისნის რაიონში პოლიციისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან აგრესიულ ქმედებას ჩვენს მოხალისეებზე. ჩვენი მოხალისეები კანონის სრული დაცვით, საკმაოდ დიდი დისტანციით დგანან ქუჩაში და არიგებენ პირბადეებს, მოუწოდებენ ადამიანებს,...
შემდეგი სტატია
ქუთაისში 37-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო . "ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატის ირაკლი კიკვაძის ინფორმაციით, უბანზე დილიდან მათ წარმომადგენლებს ხელს უშლიდნენ, ადგილზე სიტუაციაში გასარკვევად მივიდა, რა დროსაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები მას სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მისი თქმით, დაახლოებით 30 ადამიანი სცემდა და სახეზე დაზიანება მიიღო. ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.
მომხდარში თავად "ლეიბორისტულ პარტიას" ადანაშაულებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები,...
„ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა N1 საარჩევნო უბანთან განთავსებული „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ბანერის გამო, ბორჯომის 36–ე საოლქო კომისიაში საჩივარი დაწერა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„წინასაარჩევნო პერიოდშიც დავწერეთ საჩივარი, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს შეზღუდვა მხოლოდ კენჭისყრის დღეს ეხებაო. მოვიდა ეს დღე, მაგრამ ბანერი არ ჩამოხსნეს. გარდა ამისა დარღვევებია უბნებზე, აქტიურად ესაუბრებიან და მოუწოდებენ "ოცნების" კანდიდატის მხარდაჭერისკენ. უბნებზე სიებით და სააგიტაციო მასალებით...
ახალქალაქში ეშტიის N21 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები ამბობენ, რომ კომისიის ერთ–ერთმა წევრმა ხმა ორჯერ მისცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მიუხედავად ამისა, ამ საკითხზე საჩივარი არავის დაუწერია.
„კენჭისყრის ოთახში კამერაა, და იქ ყველაფერი იქნება დაფიქსირებული, მე არ დამიწერია საჩივარი“ – ამბობს“ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი.
მომხდარს გვიდასტურებს „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელიც, თუმცა ამბობს, რომ ამ დროს ფოტო არ გადაუღია.
დამკვირვებლები ამბობენ, რომ წევრი, რომელმაც ხმა ორჯერ მისცა, კენჭისყრის...
მარნეულში, მე-2 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადასატანი ყუთის ანულირებას ითხოვენ. ამის შესახებ ტაიმერი წერს.
მათი თქმით, გადასატან ყუთებში ბიულეტენები გაყალბებულია, რადგან ყუთის სარეგისტრაციo ნომრები არ ემთხვევა.
მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ანა ილურიძის განმარტებით, ყუთი და ლუქების ნომრები დაზიანებული არ არის და მისი შედეგების ანულირება კანონის შესაბამისად არ არის საჭირო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, 21-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი დაულუქავ მდგომარეობაში დააბრუნეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხურამან სადიხოვას ინფორმაციით, გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესი დასრულდა, იმ პირებს კი ვისაც გადასატანი ყუთი ებარათ, მისი დალუქვა დაავიწყდათ.
ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ფაქტი არის დარღვევა და მათ ამის საფუძველზე უბანზე საჩივარი დაწერეს. აღნიშნულ დარღვევაზე საჩივარი დაწერა “სამართლიანი...
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი საარჩევნო უბანზე აგიტაციას ეწეოდა. ის ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" ბრენდირებული მანქანით იმყოფებოდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, რომ ის კანონს არღვევდა, მაკალათია ჩაჯდა მანქანაში და ტეროტორია კომენტარის გარეშე დატოვა.
იმერეთში 74-ე საარჩევნო უბანი პოლიციამ ცოტა ხნის წინ დატოვა. ადგილზე სამართალდამცავების მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კომისიის თავმჯდომარესა და ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დამკვირვებელი ამტკიცებდა, რომ იმ დროს, როცა ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარებოდა პერიმეტრი დამკვირვებელსა და კომისიის წევრებსაც დაატოვებინეს, რაც საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის საფრთხეს ქმნიდა.
"დამირეკა დამკვირვებელმა, ყველანი გაგვიშვეს გარეთო, 15 წუთით, გააკეთეს დეზინფექციაო. კომისიის თავმჯდომარის...
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან სუფრა გაშალეს.
ასევე, სუფრაა გაშლილი ბოლნისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთანაც.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანის, კახა კალაძის მტკიცებით, აქვთ ინფორმაცია, რომ ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით ყარაჯალაში არეულობის შესაქმნელად ზონდერ ჯგუფების მობილიზება ხდება.
ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ რამდენიმე ბოტკოველის ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არეულობის შემქნის მიზნით ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება. ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო...
სამტრედიის #8 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა.
"ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი ამტკიცებს, რომ კომისიის რეგისტრატორმა ამომრჩეველს 41 საარჩევნო ნომრისთვის ხმის მიცემის შესახებ მიუთითა. მომხდარს უბანზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელმა საჩივარი უკვე დაწერა და სამტრედიის საოლქო კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდა.
რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლის თავისუფალ არჩევანში ჩარევას უარყოფს #8 უბნის თავმჯდომარე. მისი თქმით, რეგისტრატორს ამომრჩეველმა თავად მიმართა და ჰკითხა სად უნდა ჩაეგდო შევსებული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































