დამკვირვებელი: ეშტიის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ხმა ორჯერ მისცა

518

ახალქალაქში ეშტიის N21 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები ამბობენ, რომ კომისიის ერთ–ერთმა წევრმა ხმა ორჯერ მისცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მიუხედავად ამისა, ამ საკითხზე საჩივარი არავის დაუწერია.

„კენჭისყრის ოთახში კამერაა, და იქ ყველაფერი იქნება დაფიქსირებული, მე არ დამიწერია საჩივარი“  – ამბობს“ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი.

მომხდარს გვიდასტურებს „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელიც, თუმცა ამბობს, რომ ამ დროს ფოტო არ გადაუღია.

დამკვირვებლები ამბობენ, რომ წევრი, რომელმაც ხმა ორჯერ მისცა, კენჭისყრის ოთახში ახლა არ იმყოფება.

კომისიის თავმჯდომარე მერკელოს აროიანი ირწმუნება, რომ მისი უბნის კომისიის წევრი მეორედ  კაბინაში მშობლებს შეჰყვა: “დედ–მამას სჭირდებოდა დახმარება და ამიტომ შეყვა”.