სამტრედიის #8 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა.
“ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი ამტკიცებს, რომ კომისიის რეგისტრატორმა ამომრჩეველს 41 საარჩევნო ნომრისთვის ხმის მიცემის შესახებ მიუთითა. მომხდარს უბანზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელმა საჩივარი უკვე დაწერა და სამტრედიის საოლქო კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდა.
რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლის თავისუფალ არჩევანში ჩარევას უარყოფს #8 უბნის თავმჯდომარე. მისი თქმით, რეგისტრატორს ამომრჩეველმა თავად მიმართა და ჰკითხა სად უნდა ჩაეგდო შევსებული ბიულეტენი. რეგისტრატორმა მხოლოდ ამის შემდეგ მოუთითა მას და უთხრა, რომ ბიულეტენები კონვერტთან ერთად საარჩევნო ყუთში უნდა ჩაეგდო.