იმერეთში 74-ე საარჩევნო უბანი პოლიციამ ცოტა ხნის წინ დატოვა. ადგილზე სამართალდამცავების მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კომისიის თავმჯდომარესა და ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დამკვირვებელი ამტკიცებდა, რომ იმ დროს, როცა ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარებოდა პერიმეტრი დამკვირვებელსა და კომისიის წევრებსაც დაატოვებინეს, რაც საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის საფრთხეს ქმნიდა.
“დამირეკა დამკვირვებელმა, ყველანი გაგვიშვეს გარეთო, 15 წუთით, გააკეთეს დეზინფექციაო. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გადმოვიდა ხელებით, ლანძღვით, რომ ვარ მოგზავნილი”, – ამბობს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.
მომხდარს ადასტურებს პარტია “ლელო”, პარტიის წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილია მბობს, რომ დასადგენია რა ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში უბანზე. მისი თქმით, სასწრაფოდ კამერების ჩანაწერები უნდა შეამოწმონ.