ქუთაისის მერობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან” ამირან ძოწენიძე წერს, რომ ის თვითიზოლაციაშია, რის გამოც გადასატანი ყუთის აღრიცხვაზე სურდა დარეგისტრირირება, სცადა უთხრეს, რომ დარეგისტრირებულია, თუმცა, სიაში მაინც არ მოხვდა.
“ცესკო დაგასხით თავს ლაფი! 22-იდან თვითიზოლაციაში ვარ, 24-იდან მოყოლებული, რაც გამოცხადდა თვითიზოლაციაში მყოფთათვის გადასატან ყუთზე რეგისტრაცია, ვრეკავ ხან ცესკოს, ხან დაავადებათა ცენტრის ნომერზე, და 26-ში როგორც იქნა, საშველი დაადგათ და მითხრეს, რომ რეგისტრირებული ვარ და ყუთს სახლში მომიტანენ. მეც დავიჯერე, თურმე სად ვბანაობ?
რამდენიმე წუთის წინ, კვლავ დავრეკე ცესკოს ცხელ ხაზზე, მაინც გადავამოწმებ, რა იცი რა ხდება და ბოდიში ბატონო, თქვენ სპეცსიაში არ ხართ. რა ბარდაკია, რა უთავბოლობაა, ეს უნდა დამთავრდეს, დღესვე!” – წერს ამირან ძოწენიძე.