გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 დეკემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჭილურტი, პეტრიანი, ბუჩუნტლიანი, ბურღულები, ბაზალეთის ტბა, ციგრიაანი, ქედელობა და მიმდებარე სოფლებში. მათივე ცნობით, 13:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, წეროვანი, მისაქციელი, სელექცია, წილკანი, ნატახტარი...
სახელმწიფო ბიომწარმოებელების მხარდაჭერას 2023 წელს სპეციალური შემუშავებული პროგრამის საშუალებით გააგრძელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, მზარდია და 500 000 ლარით არის განსაზღვრული. "იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორგანული წარმოების მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსების გაზრდის საკითხი განიხილება. 2022 წელს ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა. პროგრამა არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც ბიოწარმოების...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭალესა და სოფელ ფახულანის დამაკავშირებელი 8 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო ეზოში შესასვლელები. ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შედეგად, სოფლების მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდა. რეაბილიტაციის დაწყებამდე გზა სრულად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის,...
ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი კირთაძესა და ჟურნალისტებზე თავდამსხმელი დაკავებულია. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. თავდასხმის ფაქტზე გამოძიება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილი ძალადობის მუხლითაა დაწყებული. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, გიორგი კირთაძესა და ფორმულას ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ჩართვისას უცნობი პირი თავს დაესხა და კვერცხები ესროლა. როგორც კადრებში ჩანს, კვერცხების სროლის...
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბიუჯეტი იზრდება და 200 მილიონ ლარს შეადგენს. მათივე ცნობით, ბიუჯეტის ზრდის მიზანია, აგროწარმოებაში ჩართული ან დაინტერესებული პირებისთვის მეტი ფინანსური რესურსი იყოს ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე, აგროლიზინგის პროექტების საშუალებით. "შეღავათიანი აგროკრედიტი" პროექტი სოფლის მეურნეობის პირველადი, გადამამუშავებელი და აგროპროდუქციის შენახვის მიმართულებებით ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ბორჯომში მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორია დაიყო მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებად. გასართობ სივრცეებში საბავშვო მოედანი, ჭადრაკის მოედანი და ღია კინოთეატრი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ერთსართულიან შენობას, სადაც 30-მდე აღსაზრდელი იღებდა სკოლამდელ განათლებას, სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის მიხედვით, იცვლება სახურავი და კომუნიკაციები, მონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა ობიექტის ეზო და ატრაქციონები. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2023 წლის მარტში დასრულდება. "მომავალი წლიდან, სოფელში მცხოვრებ პატარებს თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი მოემსახურება. ქიწნისის საბავშვო...
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის "Best Tourism Villages by UNWTO“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული მესტიაა. აღსანიშნავია, რომ მესტია შერჩეულ იქნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის 130-ზე მეტი დანიშნულების ადგილის აპლიკაციას შორის, რაც უდიდეს მიღწევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, "Best Tourism Villages by UNWTO“-ის პროექტი წარმოადგენს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც,...
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. ირაკლი ანდღულაძემ მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და ასევე, მომავალი წლის გეგმების შესახებ ისაუბრა. 2022 წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 23,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. საგზაო ინფრასტრუქტურა 62 ათას კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები 116 მისამართზე შესრულდა; სანიაღვრე და წყალარინების ქსელი...
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მონაკვეთზე 6 ხიდი უკვე აშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები 5 გვირაბსა და 9 ხიდზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ყველაზე გრძელ, 648 მ. სიგრძის მქონე ხიდზე სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო, 6 ხიდი უკვე აშენებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა დაგეგმილი. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს...
მარნეულში, რუსთაველის ქუჩის ნაწილზე, მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაადგილება შეზღუდულია. გადაადგილება საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიის გამოა შეზღუდული. აღნიშნული შეზღუდვის გამო, ავტომობილებს ალგეთისა და წერეთლის მიმართულებით გადაადგილება გიორგაძის ქუჩიდან შეეძლებათ. საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია მუნიციპალიტეტში 13:00 საათიდან დაიწყო და 19:40 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიების განრიგი: 13:00 სთ - 18:00 - ხელნაკეთი ნივთების და საახალწლო ტკბილეულის გამოფნა-გაყიდვა; 13:00 სთ - 16:00 - ანიმაციური...
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად ელგუჯა ხაბალაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ადასტურებენ ქარელის მერიაში. როგორც უწყებაში აცხადებენ, ვიდრე ხაბალაშვილი აღნიშნულ პოზიციას დაიკავებდა, ის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო. მერიის ინფორმაციით, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობას, ამავე განყოფილების სპეციალისტი მარიამ კოშკაძე ასრულებს.
ხაშურის მერია 24 200 ლარის დახარჯვას საფოსტო მომსახურებაზე გეგმავს. უწყების მიერ უკვე გამოცხადებული ტენდერით ვიგებთ, რომ მერია ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურების შეძენას აპირებს. “ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურება გულისხმობს, როგორც საქართველოს, ასევე, მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე გზავნილების მიტანას”, – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის 16 იანვრიდან კი მგზავრობის საფასურის გადახდა სავალდებულო გახდება, ამოქმედდება კონტროლიორების სისტემაც. "მგზავრობის საფასურის გადახდისას შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათი, ისე სატრანსპორტო ბარათი. სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის თელავის ფილიალში (მის: ქ.თელავი, რუსთაველის 27), სატრანსპორტო ბარათის აღებას ასევე შეძლებთ სპარის მაღაზიათა ქსელში. ბარათის ღირებულება შეადგენს...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 დეკემბრის 00:00 საათიდან 21 დეკემბრის 00:00 საათამდე, დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის და მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 20 დეკემბრის 00:00სთ-დან 21 დეკემბრის 00:00სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო გვირაბის...
გორელი მოზარდები, რომლებსაც კიკბოქსინგის, მკლავჭიდისა და კრივის შესწავლა სურთ, მალე ახალი, შესაბამისი ინტერიერის მქონე სპორტული დარბაზებით ისარგებლებენ. გორის მერიის ინფორმაციით, ახლა რეაბილიტირებული დარბაზები (ძირითადი და დამხმარე) კომბინატის დასახლებაში არსებული კულტურის ცენტრის შენობის (მშვიდობის გამზირი #12/ა) აღმოსავლეთ ნაწილშია განთავსებული. "პროექტის მიხედვით ამოიცვალა ფანჯრები, კარები, იატაკი, გაილესა და შეიღება კედლები, მოეწყო თაბაშირ მუყაოს შეკიდული ჭერი, სველი წერტილები, წყალარინების და გათბობის სისტემები. დარბაზებში, ჯერჯერობით, საჭირო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ