2022 წელს კახეთის რეგიონში 140 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. 2022 წელს, კახეთის რეგიონში, მაგისტრალური გზების მშენებლობის გარდა, 26 პროექტი მიმდინარეობდა, საერთო ღირებულებით 140 მილიონ ლარამდე, საიდანაც 8 პროექტი დასრულდა. ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 60 კმ-მდე საავტომობილო გზას, განხორციელდა 1 ხიდის რეაბილიტაცია და 1 ნაპირსამაგრი პროექტი (1.2 კმ. სიგრძის). ამ პროექტების ფარგლებში ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია როგორებიცაა: გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს გზის 26...
2023 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიუჯეტი 17,2%-ით იზრდება და განვლილი წლების მსგავსად, მიმართული იქნება დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვა/აღდგენისკენ. სწორედ საქართველოს გამორჩეული ბიომრავალფეროვნება ხდის თითოეულ დაცულ ტერიტორიას მიმზიდველს და განსაკუთრებულს. "დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვისა და აღდგენის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. 2023 წელს, მინიმუმ 8 დაცულ ტერიტორიაზე დაგეგმილია ტყეების სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები, აგრეთვე, თუშეთის...
საქართველოში ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგება 2023 წლიდან დაიწყება. ეს პირობა მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ ამჯერად ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააჟღერა. მისი თქმით, საქართველოში მდებარე ავტოსადგურები თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმყოფილებენ და მათ ახალ რეგულაციებზე მორგება მოუწევთ. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დეტალები, რისი დაკმაყოფილებაც ავტოსადგურებსა და მგზავრთა გადამყვან ოპერატორებს მოუწევთ, თუმცა, როგორც საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, პირველ რიგში ეს კანონი...
გორის სკვერებში სამეთვალყურეო ვიდეო-კამერები განთავსდება. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო მოზაიკა ავრცელებს. – ამის შესახებ "მოზაიკას” გორი მერიიდან აცნობეს. როგორც მოზაიკას უწყებაში განუცხადეს, ვიდეო-კამერები სკვერებში უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდება. მერიამ კამერების შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა, რისთვისაც 140 945 ლარი გაითვალისწინა.
2023 წლისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი, 2022 წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით 10,1 %-ით გაიზარდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტი ითვალისწინებს სააგენტოს მიერ მონიტორინგის, პროგნოზირებისა და შეფასებების მიმართულებების გაძლიერებას. „სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების დროული პროგნოზირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კატასტროფების რისკის შემცირებას, ასევე, მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე თბილისში შპს "თბილისი ენერჯის" მიერ 2023-2027 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების გაზრდილი მოცულობა შეითანხმა. სემეკის ინფორმაციით, კომპანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში 174, 385,51 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. "სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ქ. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, შპს "თბილისი ენერჯი" უზრუნველყოფს ქსელის რეკონსტრუქციასა და სხვადასხვა სამუშაოების...
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში აბანოსხევი-დავათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი 4.4 კმ-იან გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგებასა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის განვითარების ფონდებიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხორციელდება. ასევე, გრძელდება ხოფცა-ზარიძეების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი 2 კმ-მდე მონაკვეთზე ორი ფენა ასფალტის დაგებას, არსებული ხიდ-ბოგირებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია", 2023 წელს, სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მასშტაბებს მნიშვნელოვნად გაზრდის. "საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, საქართველოს მელიორაციის 2023 წლის ბიუჯეტი 65 მილიონი ლარით განისაზღვრა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამელიორაციო სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაციისათვის დაფინანსება, გასული წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით, 11,1%-ით გაიზარდა და აღნიშნული თანხიდან, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას 40...
გორის მერიამ სამეთვალყურეო კამერების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, შერჩეულმა კომპანიამ კამერების მიწოდებასთან ერთად მონტაჟიც უნდა უნდა უზრუნველყოს. ტენდერის ღირებულება 140 945 ლარს შეადგენს. მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღე.
2023 წლის 16 იანვრიდან თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ფასიანი ხდება. საფასურის გადახდა მოუწევს ყველას, გარდა უკვე განსაზღვრული კატეგორიებისა. გადასახადი ერთი ლარით განისაზღვრა, რომლის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი. ამოქმედდება კონტროლიორების სისტემაც. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საფასურის გადახდისას მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ თიბისის ბარათი და ასევე, სატრანსპორტო ბარათი. მისი აღება მსურველებს თიბისის თელავის ფილიალსა და თელავში მდებარე "სპარის" და "დეილის" ქსელურ მარკეტებში....
თემქაზე, ერთ-ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება დროებით 11 700 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. მათივე ცნობით, თემქაზე( ზღვის უბნის) ხევში მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 22 დეკემბრის 23:00 სთ-დან 23 დეკემბრის 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება: გია რომელაშვილის ქ. 19 (იგივე თემქის დას. III მ/რ, კვ. 5, კორპ. 5ა-ს მიმდებარედ), გია რომელაშვილის ქ. 20-ში...
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და გათვლილია 120 მოსწავლეზე. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემები, სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს მუნიციპალური განვითრების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით...
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ბაქანიძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 6 885 000 ლარი დაიხარჯა. 34 მისამართზე აშენდა გზის და გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე, 56 მისამართზე, 39 897 კვადრატულ მეტრზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. გარდა ამისა, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, 108 მისამართზე სხვადასხვა...
ოზურგეთის მერიას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ფილების დაგებისას მიწისქვეშა გაყვანილობების მოწესრიგება დაავიწყდა, რის გამოც, ახლადდაგებული ფილები ისევ აყარეს და მის ხელახლა დასაგებად ემზადებიან. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გურიის ადმინისტრაციული ცენტრის მთავარ ქუჩებში ტროტუარებზე ერთი და იგივე ფილები მესამეჯერ დაიგება. ოზურგეთის ვიცე მერი გიორგი ღურჯუმელიძე გურიის მოამბესთნ, პირად საუბარში ადასტურებს, რომ გაყვანილობის სისტემების მოწესრიგება დაავიწყდათ, თუმცა, ოფიციალურ კომენტარში პასუხებს...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში ელექტროენერგიის მიმღები მინი სადგური მოეწყო. ქარელის მერიამ გამარტივებული წესით ხელშეკრულება გაუფორმა შპს -ს "თრიალეთი", რომელმაც აღნიშნულ სოფელში ელექტროენერგიის მინი სადგური სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოაწყო. სამუშოებისთვის ქარელის მერიამ 10 000 ლარს გადაიხადა. ხელშკრულების ფარგლებში სოფელში დამონტაჟდა 4 მზის ენერგიის პანელი, 2 აკუმულიატორი, 2 მზის მოდული, 4 LED ნათურა.
საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია - მაჭახელას დაცული ლანდშაფტი შეიქმნა. მაჭახელას დაცული ლანდშაფტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი საერთო ფართობია 4294 ჰექტარია. აღნიშნული დაცული ტერიტორიის შექმნის მიზანი მაჭახლის ხეობაში ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დაცვაა. დაცული ლანდშაფტი ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებას, რეკრეაციული და ტურისტული აქტივობების განხორციელებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე. მაჭახელას დაცული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ