წინა სტატია
შემდეგი სტატია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დმანისის თავდასხმაში ქართული ოცნების წევრებს ადანაშაულებს და დამნაშავეების დასჯასთან ერთად ითხოვს, პარტიის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნას.
ასევე, საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სიიდან მოიხსნას მათთან დაკავშირებული ადამიანები.
თინა ბოკუჩავას თქმით, დმანისში ოპოზიციის კანდიდატსა და აქტივისტებზე დღეს მომხდარი თავდამსხმელების ჯგუფს "ხელმძღვანელობდა წარსულშიც პოლიტიკურ ძალადობაში მონაწილე პირი, ზურაბ ოკმელაშვილი. მისი შვილი, მაკა ოკმელაშვილი არის დმანისში ქართული ოცნების სიის მესამე ნომერი".
ბოკუჩავასვე განცხადებით:
"დავით დაუთაშვილი არის "ოცნების" ადგილობრივი...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აზიის განვითარების ბანკის მიერ ელექტროგადამცემი სექტორის გასაძლიერებლად საქართველოსთვის 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სსე-ს კორპორატიზაციისა და ენერგობაზრის რეფორმების პროგრამის ფარგლებში, საქართველომ აზიის განვითარების ბანკთან ჯერ კიდევ პანდემიამდე პერიოდში, კერძოდ 2018 წელს მიაღწია შეთანხმებას ფინანსური რესურსის მიღების თაობაზე.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კონკრეტული მიზნობრიობით გათვალისწინებული თანხის მიღებას წინ უსწრებდა საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება, რაც წარმატებით დასრულდა...
ბათუმში 23-ე საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ღირებულება 3 150 465 ლარია. ამასთან, შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოეწყო სააქტო და სპორტული დარბაზები, სამედიცინო ოთახი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი და ლიფტი.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის მიერ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, 2021 წელს აჭარაში 18 საჯარო სკოლასა და სპორტულ დარბაზს აშენებს, რომელთაგანაც 10 მიმდინარე წელს დასრულდება....
წინა სტატია
შემდეგი სტატია
რაც მოხდა დმანისში არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და სრულიად მიუღებელი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, დმანისში მომხდარზე პასუხისმგებლობას დამნაშავეები აიღებენ.
„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვსაუბრობთ, არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა გააფრთხილოს ყველა შტაბმა აქტივისტები, იმისთვის რომ მშვიდობიანი გარემო, რომელიც აქამდე მოვიტანეთ (3 თვის განმავლობაში არ ყოფილა არავითარი არსებითი ინციდენტი) უნდა შევინარჩუნოთ. ის,...
წინა სტატია
მე გამოვრიცხავ, რომ ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ის ადამიანი, ვინც ჩვენი გუნდის წევრია, ემსახურება ქალაქს, ამ ტიპის დანაშაულს ჩაიდენდა, მე ამას გამოვრიცხავ, - განაცხადა რუსთავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ივანე გველესიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით.
ნინო ლაცაბიძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამგვარი სამწუხარო ფაქტების გამოყენება...
ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით გეოლოგიური კვლევა აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ უკვე შეირჩა კომპანია, რომლის სპეციალისტებიც, გერმანელ პარტნიორებთან ერთად, უახლოეს დღეებში პროექტირებას დაიწყებენ, პარალელურად კი, განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის შემაჩერებელ-გასამაგრებელ სამუშაოებს.
ლისი-მუხათწყაროს გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. მხარის პირველი პირი,...
თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ, პარტიის „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ დედაქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად პარლამენტის შენობის წინ ბრიფინგი გამართა და ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, რომ მოსმენების სისტემის დასრულების მიზნით, ერთობლივად შექმნან „სიმართლის კომისია“ .
„ინფორმაცია, რომელმაც გამოჟონა მასობრივ და სისტემატურ მოსმენებთან დაკავშირებით, არის სრულიად გამაოგნებელი. ეს არის იმის ბრალი, რომ როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გადმოიბარა ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილმა არ განახორციელა...
ბათუმის მერიის „იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში 40 ოჯახს ბინები გადაეცა.
ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ხელმისაწვდომი საცხოვრისის (ე.წ. იაფი სახლი) პირველი ეტაპი დასრულდა.
„დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ლელა სურმანიძესთან ერთად პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აშენებულ 2 სახლში 40 ოჯახს ბინები გადასცა.
პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, ბინების შერჩევა კი, ლოტოტრონის წესით...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, გორში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” 2-მა წევრმა მოხსნა არჩევნებზე კანდიდატურა.
სოფიო ფილიშვილი და ნინო ქარელიშვილი პროპორციული სიის 26-ე და 28-ე ნომრები იყვნენ, თუმცა როგორც პარტიაში განმარტავენ მათზე მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლა მოხდა, რის გამოც ისინი იძულებულები გახდნენ მოეხსნათ კანდიდატურა.
“ერთ-ერთის მეუღლე საჯარო სამსახურშია დასაქმებული და ეს გამოიყენეს მუქარისთვის, ხოლო მეორეს მცირე ბიზნესი აქვს და უთხრეს,...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულო 33 დეპუტატით დაკომპლექტდება, აქედან 11 მაჟორიტარული, 22 კი პროპორციული სიით შევა. N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარული სია შვიდმა პარტიამ დაარეგისტრირა ერთი კი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
11 მაჟორიტარული ოლქიდან 2 ქალაქ ბორჯომშია, 9 კი მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბებში.
ბორჯომის N1, N28, N2, N3, და N4 საარჩევნო უბნებზე მისული მოქალაქეები...
პარტია “საქართველოსთვის” წინასაარჩევნოდ, მათი მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” გამარჯვების მოპოვებას ასეთი გზებით ცდილობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მმართველი გუნდის ამ მხრივ გააქტიურებას გორის მერობის კანდიდატი, კონსტანტინე ანანიაშვილი მათი პოლიტიკური ძალის რეიტინგს უკავშირებს და აცხადებს, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში მსგავსი სახის დაშინებას და ზეწოლებს ადგილი არ ჰქონია.
“მივიღებთ იმ რეალობას, რაც იქნება, მაგრამ აქ...
“ფლანგვის დეტექტორი”: რეგიონებში პროექტების უმეტესობას “საბა კონსტრაქშენი” და “დაგი” განახორციელებენ
“განახლებული რეგიონების” პროგრამისთვის 15 გამოცხადებული ტენდერიდან 11-ში გაიმარჯვეს კომპანიებმა, რომლებიც მანამდეც ყველაზე ძვირადღირებულ ტენდერებს იგებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
ორგანიზაციის კვლევების თანახმად, “განახლებული რეგიონების” პროგრამისთვის 500 მლნ ლარი გამოიყო, საიდანაც 350 მლნ – ბიუჯეტის, ხოლო 150 მლნ ლარი დონორის დაფინანსებაა.
15 ტენდერიდან 6-ში გამარჯვებული შპს საბა კონსტრაქშენი გახდა, აქედან 3 შემთხვევაში მას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია.
საბა კონსტრაქშენი წლების განმავლობაში საკმაოდ...
აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
საკითხი სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარადგინა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა საანგარიშო პერიოდში 120 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შესრულების 86%-იანი მაჩვენებელია. 108 მილიონი ლარია (84...
კახეთის რვა მუნიციპალიტეტში წარდგენილი მერობის კანდიდატებს შორის, მხოლოდ ერთი ქალია. მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია დასახელებული. ამის შესახებ რადიო ჰერეთ წერს.
მერის თანამდებობის მოსაპოვებლად, რეგიონში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 19 კანდიდატი იბრძვის.
ქალების სიმცირეა მუნიციპალიტეტების საკრებულოში მანდატის მოსაპოვებლად მებრძოლ კანდიდატებს შორისაც.
სოფლებში წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და პარტიული სიის წევრებს შორის, უმრავლესობა მამაკაცია.
სავალდებულო გენდერული კვოტა, საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა, თუმცა ის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































