ბათუმში ახალი სკოლა აშენდა

579

ბათუმში 23-ე საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ღირებულება 3 150 465 ლარია. ამასთან, შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოეწყო სააქტო და სპორტული დარბაზები, სამედიცინო ოთახი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი და ლიფტი.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის მიერ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, 2021 წელს აჭარაში 18 საჯარო სკოლასა და სპორტულ დარბაზს აშენებს, რომელთაგანაც 10 მიმდინარე წელს დასრულდება. ასევე. მიმდინარეობს 40 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია.