მივიწყებული გემი განმუხურში – წიგნიერების კერა, რომელიც უკანონო ბორდერიზაციას განათლებით შეებრძოლება
ავტორი: ანი გუგეშაშვილი
გემი, რომელიც წლების წინ ზღვაში ჩაიძირა, შემდეგ ფოთის სანაპიროზე გამოირიყა და აგერ უკვე 9 წელია, განმუხურის ტერიტორიაზე დგას, ახლა განათლებისა და წიგნიერების კერად უნდა იქცეს. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებთან კი გზავნილი უნდა მიიტანოს, გზავნილი იმის შესახებ, რომ წიგნიერების საშუალებით ერთ დღეს სწორედ ასეთი გემებით დავბრუნდებით მათთან.
ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ბესიკ არახამია, გვიამბობს, როგორ გაჩნდა ძველ გემზე...
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, მმართველი პარტიისთვის შეწირული ფულადი თანხის ოდენობა უკვე 10,8 მლნ ლარს აღწევს. რაც შეეხება წინა, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნებისთვის“ შეწირული თანხის ჯამმა, 15,3 მლნ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
საქართველოს საარჩევნო ისტორია გვიჩვენებს, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფი ყოველთვის გაცილებით უფრო დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს ფლობს, ვიდრე მისი კონკურენტები, რაც...
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში საზოგადოებასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
„ჩვენი გეგმების და ინიციატივების შეთანხმება სოფლად მცხოვრებ ადამიანებთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარება, ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი ავტობუსები ოზურგეთს, ახალი პროექტები სოფლის მეურნეობის სფეროში, ღირსეული საცხოვრისი პირობები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, გარემოსდაცვითი საკითხები და ეკოლოგია - სხვა პრიორიტეტებთან ერთად, ამ საკითხებზე ვიმუშავებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მჯერა, ერთად გავიმარჯვებთ!“ - განაცხადა...
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, პარტიული სია წარადგინა. სიის წევრები საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა გააცნო.
პარტიული სია რეგიონების მიხედვით:
შიდა ქართლი:
ხაშური - ირინა გრიგალაშვილი,
კასპში - ოთარ ქოსაშვილი
გორი - თამაზ ხუციშვილი
ქარელი - ზურაბ ლომია
მცხეთა-მთიანეთი:
დუშეთი - ბექა ნათელაშვილი
მცხეთა - იოსებ სამხარაძე
თიანეთი - ნუგზარ პატურაშვილი
ყაზბეგი- ვეფხია ხართიშვილი
კახეთი:
თელავი - ნიკა ვარდოშვილი
სიღნაღი -მერი ვარდიაშვილი
ყვარელი - შორენა პაპაშვილი
...
ხაშურის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი ლევან გამრეკელი მოქალაქეებს მატერიალურ დახმარებას წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში უწევს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში თავად მოქალაქეები ავრცელებენ. ასე, მაგალითად, ერთ-ერთი მოქალაქე მადლობას უხდის მაჟორიტარ კანდიდატს, რომ შეშით მოამარაგა. ასევე, გამოქვეყნდა კიდევ ერთი მოქალაქის სამადლობლებო წერილი.
ლევან გამრეკელი კენჭს იყრის ერთ-ერთ დიდ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ოსიაურის, ახალსოფლის, ნარუჯების, ხცისის, მიწობის, კრისხევის,...
ჩვენ გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელმაც იცის როგორ განახორციელოს წარმოდგენილი პროექტები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კახა კალაძემ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისელებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ წარმოგვიდგენია ქალაქის განვითარება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს...
პარტია“ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი უქიმერიონისა და გუმათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, ქუთაისის თითოეულ უბანს თავისი შინაარსობრივი და კოლორიტული დატვირთვა აქვს და ღირსეულ განვითარებას იმსახურებს.
მერობის კანდიდატმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარების გეგმაში აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულშია გათვალისწინებული. ისაუბრა გაზრდილი ბიუჯეტის (91,ლნ ლარი) მნიშვნელობაზეც, რომელიც ქალაქის იერსახეს უნდა მოხმარდეს და საბოლოო...
პოლიტიკური პარტია „ევროპელი დემოკრატები" ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის თავმჯდომარე პაატა დავითაია და გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერებმა რუსთავის მერობის კანდიდატი და საკრებულოს პარტიული სიის პირველი ნომერი წარადგინეს.
"ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავის საკრებულოში წარმოდგენილი იყოს პარტია „ევროპელი დემოკრატები“. ის დეპუტატი, რომელიც ჩვენგან გახდება საკრებულოს წევრი, აბსოლუტურად თავისუფალი იქნება გადაწყვეტილებების მიღებაში, ის იქნება რუსთაველების ინტერესების დამცველი და გამტარებელი საკრებულოში",...
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ.
„ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში. მთავრობას აქვს ძირითადი...
კრწანისის საარჩევნო ოლქში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმიტირებული არჩევნები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სწორედ კრწანისის საარჩევნო ოლქში გაიმართება 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტი 31 საარჩევნო უბანზე განხორციელდება.
ამასთან, განსხვავებული ფორმატით დაგეგმილი არჩევნების იმიტაციას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მოადგილეებთან და კომისიის წევრებთან ერთად...
დედაქალაქს, 23 სექტემბრიდან, მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება და მოსახლეობას 21 განახლებული მარშრუტი მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მარშრუტი N3 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N403-ით და ვარკეთილის II მიკრორაიონიდან (კორპუსი N25-ის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს; მარშრუტ N106-ს მიკროავტობუსი N406 ჩაანაცვლებს, რომელიც მგზავრებს ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგიდან (N15 კორპუსის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე მოემსახურება; მარშრუტი N19 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი...
23 სექტემბრის 22:00 სთ-დან 24 სექტემბრის 01:00 სთ-მდე ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ლ ენდ ლ“, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 101-ე კილომეტრზე-ქარელის საავტომობილო გზის...
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2021 წლის 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 2 და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის 20 შემთხვევა გამოავლინა. ამის შესახებ ISFED-ის 2021 წლის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშშია ნათქვამი.
ამასთანავე, ანგარიშის თანახმად, გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 4, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების...
მერობის კანდიდატების დებატებმა ყველაფერი ძალიან მარტივად აჩვენა. კახა კალაძე საუბრობდა კონკრეტულად, დანარჩენებს, რომც ჰქონდეთ შანსი გამარჯვების, რას გაუკეთებენ ამ ქალაქს, არ უთქვამთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ არ არის მზად ამ ქალაქის მერობისთვის, გარდა კახა კალაძისა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია დებატებზე მოიქცა ისე, როგორც ყოველთვის იქცევა „ნაციონალური მოძრაობა“.
„მერობის კანდიდატების დებატებმა...
ვფიქრობ, კარგად არის გამოსაძიებელი, რატომ ხდება და ვის აწყობს დმანისში ამ დაძაბულობის კერების შექმნა. ამას ბოლომდე უნდა ჩავყვეთ და ჯამურად, მთლიანი სურათი უნდა დავინახოთ. გარდა იმისა, რომ დამნაშავე, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს წარმოადგენს, ცალსახად დასასჯელია, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
იგი დმანისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში დანაშაულამდე...
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს პირველ არხზე გამართულ თბილისის მერობის კანდიდატების დებატებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ “მიუტევებელი თავშეუკავებლობა გამოიჩინა”.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ზოგადად, დებატები არც ისე კარგი ფორმატის იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყველა კანდიდატის ერთობლივად ჩართვა დებატებში არა ეფექრტურია.
„ჯერ ერთი, შეუძლებელია ყველა კანდიდატმა თავისი უნარები და შესაძლებლობები გამოაჩინოს ისეთ მასშტაბურ დებატებში, როდესაც 16 კანდიდატია. მეორე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































