მერობის კანდიდატების დებატებმა ყველაფერი ძალიან მარტივად აჩვენა. კახა კალაძე საუბრობდა კონკრეტულად, დანარჩენებს, რომც ჰქონდეთ შანსი გამარჯვების, რას გაუკეთებენ ამ ქალაქს, არ უთქვამთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ არ არის მზად ამ ქალაქის მერობისთვის, გარდა კახა კალაძისა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია დებატებზე მოიქცა ისე, როგორც ყოველთვის იქცევა „ნაციონალური მოძრაობა“.
„მერობის კანდიდატების დებატებმა ყველაფერი ძალიან მარტივად აჩვენა. აჩვენა ჩვენი კანდიდატის, კახა კალაძის მზაობა და ხარისხობრივი სხვაობა, რაც ძალიან თვალსაჩინო იყო. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს იყო გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში, შეურაცხმყოფელად არ ვამბობ, სხვაობა იყო ძალიან დიდი მათ მომზადებას შორის. კახა კალაძეს ჰქონდა პროგრამა, კონკრეტული ხედვები ყველა ძირითადი პოლიტიკის მიხედვით. კახა კალაძე საუბრობდა კონკრეტულად, დანარჩენებს, რომც ჰქონდეთ შანსი გამარჯვების, რას გაუკეთებენ ამ ქალაქს, არ უთქვამთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ არ არის მზად ამ ქალაქის მერობისთვის, გარდა კახა კალაძისა. ამათგან, ნიკა მელია იქცევა ისე, როგორც იქცევა „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის. მოვიდა, ილანძღა და გაიქცა, ეს არის მათი სტილი, ასე მოუწევთ 2 ოქტომბერსაც. ილანძღებიან 2-3 ოქტომბერსაც და მერე გაიქცევიან სახლებში, დაიშლებიან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.