ავთანდილ თალაკვაძე: სოფლად მცხოვრებ ადამიანებთან ჩვენი გეგმების და ინიციატივების შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

724

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში საზოგადოებასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

„ჩვენი გეგმების და ინიციატივების შეთანხმება სოფლად მცხოვრებ ადამიანებთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარება, ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი ავტობუსები ოზურგეთს, ახალი პროექტები სოფლის მეურნეობის სფეროში, ღირსეული საცხოვრისი პირობები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, გარემოსდაცვითი საკითხები და ეკოლოგია – სხვა პრიორიტეტებთან ერთად, ამ საკითხებზე ვიმუშავებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მჯერა, ერთად გავიმარჯვებთ!“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.