სახალხო დამცველის 1 სექტემბრის განცხადების შემდგომ, სამწუხაროდ, კვლავ ჰქონდა ადგილი სავარაუდოდ დისკრიმინაციულად სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებს. ასევე გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიმართ სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, საბავშვო ბაღებში/საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლისა და პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ უკანონო დამუშავების, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები. ასევე, გამოიკვეთა მედიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მტრული გარემოს შექმნის ტენდენციაც,- ამის შესახებ სახალხო დამცველი აცხადებს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით,...
საქართველო არის ეუთო-ს წევრი. ეუთო/ოდირი არის უაღრესად პატივსაცემი, გამოცდილი ორგანიზაცია. ის არჩევნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკვირდება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნები და შეფასებები სოლიდურ ანალიზს ეფუძნება და მას პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირი საქართველოში დამკვირვებლებს აგზავნის. მათი დასკვნები ეფუძნება სოლიდურ ანალიზს და უაღრესად პატივსაცემია მთელს მსოფლიოში და ვერ ვხედავ მიზეზს, რომ...
წინა სტატია
2 ოქტომბერს კარუსელი მხოლოდ ბათუმის ცენტრალურ პარკში იტრიალებს და ოპოზიციას შეუძლია შემოუსხდეს, - ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი ოპოზიციონერების განცხადებას, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“ ბათუმში საარჩევნო კარუსელის დატრიალებას გეგმავს.
მისი განცხადებით, ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის და მათთვის ჩვეულ ხრიკებს - პროვოკაციებს მიმართავენ.
,,სააკაშვილის მუშტის ქვეშ გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს, ფანტასტიკური ჟანრის მორიგი ბრალდება წამოაყენა,...
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2.5 მილიარდი ლარის, სოფლის მეურნეობის პროგრამებში კი 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება. ამის შესახებ მან ბიზნესპროექტების პრეზენტაციისას განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ბიზნესის მხარდაჭერა და დაფინანსება აქტიურად დავიწყეთ. შეიქმნა ძალიან ბევრი წარმატებული პროგრამა და პროექტი, როგორიცაა შეღავათიანი აგროკრედიტი, „აწარმოე საქართველოში“ და სხვა მიკროპროგრამები. შედეგად, ჩვენ სახეზე გვაქვს 53 ათასი...
წინა სტატია
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-2 შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელიც 2021 წლის 3 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
საია-ს თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ის პრობლემები, რომლებიც საია-მ დააიდენტიფიცირა, იყო მნიშვნელოვანი სახის დარღვევები და ასევე, შესაძლებელია იყო ცუდი პრაქტიკის შემცველი ქმედებები.
სიმონიშვილის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვანი პრობლემა იყო სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის წაშლა,...
შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, გარდა 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმებისა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა მედიის წარმომადგენელთა მისამართით განხორციელებული 24 შესაძლო დანაშაულის შესახებ.
"სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ინციდენტების მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ არის...
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და შესაძლოა, პროვოკაციებისთვის ემზადებოდეს.
მისი თქმით, ხელისუფლება არავის არ მისცემს პროვოკაციების მოწყობის საშუალებას და ქვეყანა მშვიდობიანად ჩაატარებს არჩევნებს.
„ზოგადად, ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში არ დაგვიფიქსირებია ოპოზიციის მხრიდან ნორმალური, ევროპული სტანდარტის შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ჩატარება. მათ არ უმუშავიათ პრაქტიკულად და ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, საფუძველს, რომ ისინი რა თქმა უნდა, არ ემზადებოდნენ...
2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ 12 871 714 ლარის შემოსავალია მიღებული, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, 10 319 989 ლარი შემოწირულობებია, 1 972 996 ლარი - საბიუჯეტო დაფინანსება, ხოლო 578 729 ლარი სხვა შემოსავლები.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჯამური შემოსავალი 8 287 870 ლარია, აქედან...
იქიდან გამომდინარე, რომ 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, ჟურნალისტები ქუჩაში გამოვიდნენ ხელისუფლებისგან ადეკვატური დაცვის მოთხოვნით, ზღვარი პროფესიულ ჟურნალისტიკასა და პოლიტიკურ აქტივიზმს შორის წაიშალა. ამავდროულად, პოლარიზაცია მედია ბანაკებს შორის კიდევ უფრო გაცხადებული გახდა, - ამის შესახებ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ მედიამონიტორინგის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.
მისი თქმით, მედია ბანაკებს შორის გაღრმავებულმა განხეთქილებამ გარდაუვალი გავლენა იქონია არჩევნების გაშუქების მთელს ციკლზე.
"საქართველო...
ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში, იმისთვის, რომ მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩატარდეს, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე დამკვირვებლების მობილიზება საჭიროა იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.
„აპრილში საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-სა და ოდირს გაუგზავნა ოფიციალური მოწვევა, წერილი რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოეგზავნა საქართველოში ამ არჩევნებისთვის....
2 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება, ესენია:
მაიკლ გალერი (EPP, გერმანია) – დელეგაციის თავმჯდომარე; მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი); მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი) ; კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი); მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი) ; ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი); ანა ფოტიგა (ECR,...
დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს კუთვნილი ფართები 2022 წლის პირველ-მეორე კვარტალში გადაეცემათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განუცხადა.
როგორც ელოშვილი ამბობს, მომავალ წელს ბინებს 8 ათასამდე ოჯახი მიიღებს, ხოლო დანარჩენი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის პროცესი გაგრძელდება.
„დედაქალაქის მერიის მოკვლევით, თბილისში ჯამში იყო 187 დაუსრულებელი მშენებლობა, სადაც ბინა 13 ათასამდე ოჯახს უნდა მიეღო. ჩვენ მოვახდინეთ ამ მშენებლობების კატეგორიზაცია. მათ...
წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული ოფისის მეშვეობით თითქმის მთელს საქართველოში აკვირდება. Droa.ge უცვლელად წარმოგიდგენთ მისიის მიერ მომზადებულ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მე-2 შუალედური ანგარიშს, რომელიც ფარავს 3 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
ანგარიშში ყურადღება შემდეგ პრობლემებზე მახვილდება:
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიები ახლებური წესებით, პირველ ჯერზე მაღალი კვორუმის პრინციპით დაკომპლექტდა. საოლქო კომისიის დროებითი წევრების ნახევარი...
სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილში, მებრძოლთა ქუჩაზე მომავალი წლიდან სკეიტპარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ ამომრჩეველთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, რომელიც კახა კალაძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობდა.
„მებრძოლთა ქუჩაზე ორი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის შედეგად, მუნიციპალიტეტმა ორი ჰექტარი ტერიტორია დაიბრუნა, სადაც მომავალი წლიდან სკეიტპარკის მოწყობა დაიწყება“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, სამგორში მცხოვრები მოზარდები დაინტერესებულები...
თბილისსა და რამდენიმე ქალაქში გამოკრულ ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ.
„2021 წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით გარე რეკლამისათვის განკუთვნილ ადგილებში განთავსდა...
ხალხის ნების წინააღმდეგობა არ გაბედოს არავინ. ყველას მტერი ვიქნები, პირდაპირ ვამბობ, ვინც ხალხის ნების წინააღმდეგ წავა, - ამის შესახებ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. გიორგი ვაშაძე პოლიტიკოსებს კეთილსინდისიერებისკენ მოუწოდებს.
„კეთილსინდისიერება პოლიტიკაში ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ფუნდამენტი სწორედ ეს არის. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სამართლიანად კეთილსინდისიერად მოვიქცეთ და ხალხის ნების წინააღმდეგობა არ გაბედოს არავინ,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































