პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და შესაძლოა, პროვოკაციებისთვის ემზადებოდეს.
მისი თქმით, ხელისუფლება არავის არ მისცემს პროვოკაციების მოწყობის საშუალებას და ქვეყანა მშვიდობიანად ჩაატარებს არჩევნებს.
„ზოგადად, ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში არ დაგვიფიქსირებია ოპოზიციის მხრიდან ნორმალური, ევროპული სტანდარტის შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ჩატარება. მათ არ უმუშავიათ პრაქტიკულად და ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, საფუძველს, რომ ისინი რა თქმა უნდა, არ ემზადებოდნენ არჩევნებისთვის, მათ იციან, რომ მარცხდებიან ყველა ქალაქში და შესაძლოა, რაღაც პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ მე მინდა ყველას ვუთხრა, რა თქმა უნდა, ჩვენ არავის არ მივცემთ არავითარი პროვოკაციის მოწყობის საშუალებას, ქვეყანა მშვიდობიანად ჩაატარებს არჩევნებს და გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.