გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე: ჩვენ ვხედავთ მზარდ პოლარიზაციას და გაყოფას მედია სექტორში, რომელიც ხდება კიდევ უფრო ღრმა არჩევნების ყველა ციკლისას

314

იქიდან გამომდინარე, რომ 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, ჟურნალისტები ქუჩაში გამოვიდნენ ხელისუფლებისგან ადეკვატური დაცვის მოთხოვნით, ზღვარი პროფესიულ ჟურნალისტიკასა და პოლიტიკურ აქტივიზმს შორის წაიშალა. ამავდროულად, პოლარიზაცია მედია ბანაკებს შორის კიდევ უფრო გაცხადებული გახდა, – ამის შესახებ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ მედიამონიტორინგის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, მედია ბანაკებს შორის გაღრმავებულმა განხეთქილებამ გარდაუვალი გავლენა იქონია არჩევნების გაშუქების მთელს ციკლზე.

“საქართველო ცნობილია ძალიან ცოცხალი და დინამიური მედია ლანდშაფტით. ეჭვი არ არის, რომ ქართულ მედიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ქართულ დემოკრატიაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ მზარდ პოლარიზაციას და გაყოფას მედია სექტორში, რომელიც ხდება კიდევ უფრო ღრმა არჩევნების ყველა ციკლისას.

მიმდინარე წელს, სამწუხაროდ, მედიამონიტორინგი დაიწყო გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც საქართველოს საზოგადოება შოკირებული იყო ჰომოფობიური გამოსვლებითა და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმებით. ამ მოვლენებს შეეწირა „ტვ პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას სიცოცხლე და შედეგად დაშავდა 53 ჟურნალისტი. იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტები ქუჩაში გამოვიდნენ ხელისუფლებისგან ადეკვატური დაცვის მოთხოვნით, ზღვარი პროფესიულ ჟურნალისტიკასა და პოლიტიკურ აქტივიზმს შორის წაიშალა. ამავდროულად, პოლარიზაცია მედია ბანაკებს შორის, კიდევ უფრო გაცხადებული გახდა და ამან გარდაუვალი გავლენა იქონია არჩევნების გაშუქების მთელს ციკლზე,“- განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ.