დეგნანი: ეუთო/ოდირის დასკვნები ეფუძნება სოლიდურ ანალიზს, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ მას პატივი არ სცენ საქართველოში

417

საქართველო არის ეუთო-ს წევრი. ეუთო/ოდირი არის უაღრესად პატივსაცემი, გამოცდილი ორგანიზაცია. ის არჩევნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკვირდება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნები და შეფასებები სოლიდურ ანალიზს ეფუძნება და მას პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირი საქართველოში დამკვირვებლებს აგზავნის. მათი დასკვნები ეფუძნება სოლიდურ ანალიზს და უაღრესად პატივსაცემია მთელს მსოფლიოში და ვერ ვხედავ მიზეზს, რომ მას პატივი არ სცენ საქართველოში“, – აღნიშნა ელჩმა.