ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში, იმისთვის, რომ მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩატარდეს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე დამკვირვებლების მობილიზება საჭიროა იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.
„აპრილში საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-სა და ოდირს გაუგზავნა ოფიციალური მოწვევა, წერილი რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოეგზავნა საქართველოში ამ არჩევნებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან NDI-ისა და IღI-ის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები. ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მთავრობა იღებს, რა თქმა უნდა, ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, კონკურენტული არჩევნები ჩაატაროს და არც ერთი კითხვა რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.