საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი.
კერძოდ, უფლებამოსილმა პირებმა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ. განცხადება/საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) წარდგენის შემთხვევაში განუხილველი დარჩება.
„საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიაში,...
ორგანიზაციების - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის“ შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო მეტ-ნაკლებად კონკურენტულ იყო, თუმცა „გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, ასევე, სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ“.
საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასების მიხედვით, გამოკვეთილი ტენდენციების ერთობლიობა იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მმართველ გუნდს არ გააჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება უზრუნველეყო უსაფრთხო და...
პირველი ოქტომბრიდან ექსპლუატაციაში შესული ყველა ახალაშენებული, მრავალბინიანი კორპუსი ელექტროენერგიის ე.წ. ჭკვიანი მრიცხველით აღიჭურვება, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
აღნიშნულ სიახლეს ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ნორმატიული აქტი - „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები“, რომელიც ეფუძნება მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებულ დირექტივებსა და მოთხოვნილ სტანდარტებს.
„ჭკვიანი მრიცხველი“ უზრუნველყოფს ხარჯების ოპტიმიზაციას და დადებითად აისახება ტარიფზე. დამონტაჟების ვალდებულება შეეხება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურსაც, როგორც ქსელზე მიერთებისას, ასევე, ელექტროსადგურით სარგებლობის შეთხვევაში.
„ჭკვიანი...
თუ ამ არჩევნებზე ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გამოიკვეთა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს დასავლური მისწრაფებები მათთვის ძალიან გართულდება, - ამის შესახებ სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ქართველი ხალხისთვის არანაირი სარგებელი არ არის იმაში, რომ პარტიები, მმართველი პარტია და ოპოზიცია, ერთმანეთთან მუდამ ასეთ დაპირისპირებაში იყვნენ.
„ჩვენ უნდა დავინახოთ არჩევნები, რომლისაც ხალხს...
3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად - მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს.
"ყველას უნდა გვესმოდეს რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად.მეც შევუერთდები ერთ ერთ ასეთ კოლონას.
ამიტომ ჩემი თხოვნაა კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი...
გააკეთოს პრესკონფერენცია ბათუმიდან ლაივში 45 წუთში და დავიჯერებთ, რომ საქართველოშია - ბათუმიდან პრესკონფერენციის ლაივს სთავაზობს მიხეილ სააკაშვილს "ქართული ოცნება".
განცხადება ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ "მთავარ არხთან" საუბარში გააკეთა. თანაპარტიელების მსგავსად, არც სამხარაძეს სჯერა, რომ მესამე პრეზიდენტი ქვეყანაშია. სამხარაძე დარწმუნებით ამბობს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში "რა თქმა უნდა, არ ჩამოსულა".
კითხვაზე, ჩამოსული რომ იყოს, სამხარაძის პასუხი ასეთია - იყოს და იყოს, რა ვქნა...უკანონოდ თუ გადმოკვეთა...
საქართველოშია არის კი არა ეს კაცი, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, არის ჩვეულებრივი მაიმუნი - მორიგი განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" პარტიის მორიგმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება, ამაზე არსებობს უტყუარი ინფორმაცია, იმალება - ამტკიცებს მდინარაძე, თუმცა რის საფუძველზე, არ აკონკრეტებს.
მდინარაძეს ჟურნალისტების გალანძღვაც არ დავიწყებია - ძაან ცუდ მდგომარეობაში ხართ, თუ ეს დაიჯერეთ - მიმართა მან მედიას...
ძალიან მალე გამოჩნდება დარწმუნებული ვარ, მესმის, რომ მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ - ამბობს ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
ბოკუჩავა არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოსულ ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა
ძალიან მაღალია მოლოდინი პრეზიდენტ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ინფორმაცია ჰქონდათ ევროპარლამენტარებს, ახლა ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ყველა მოქალაქე მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს საკუთარი არჩევანი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და დარწმუნებული ვარ, დღის ბოლოს...
მქონდა კონტაქტი და გიდასტურებთ ამ ფაქტს, მქონდა ვიდეო ზარი და შევიკავებ თავს იმის თქმისგან, როდის იყო ეს - ენმ-ს წევრმა, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ყოფნა დაადასტურა.
ენმ-ს ოფისში განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა. ხერხეულიძე შსს-ს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც კატეგორიულად ამტკიცებს, რომ მესამე სააკაშვილს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს - შსს ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია - ამბობს ხერხეულიძე.
მისივე ინფორმაციით,...
უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის განცხადებით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ოფისის წამყვანი მენეჯერები შეკრიბა და დაემშვიდობა.
როგორც ბარაბაშმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ განუცხადა, სააკაშვილმა ოფისის თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო.
„მე, როგორც მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელმა, შემიძლია დავადასტურო, რომ ის საქართველოში იმყოფება. სამი დღის წინ მან შეკრიბა ოფისის წამყვანი მენეჯერები და გვითხრა, რომ ის წავიდოდა საქართველოში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიაში, ამიტომ მისთვის...
ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რატომ ფიქსირდება გარდაცვლილი პირების მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ამას შესაბამისი ახსნა და გარემოებები აქვს.
მისივე თქმით, არჩევნების დღემდე, არაუგვიანეს 18 დღისა შეეძლოთ მოქალაქეებს უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში ცესკოს ქვემდგომი კომისიებისთვის მიემართათ.
“სამწუხაროდ, გარდაცვლილი პირები კვლავ იქნებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ამას ბუნებრივია შესაბამისი ახსნა და გარემოებები აქვს, რაც მდგომარეობს შემდეგში. კენჭისყრის დღემდე, არაუგვიანეს 18 დღისა, 14...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოსაზრებაც და რეკომენდაციაც არის, რომ ჩვენ დაგვჭირდება „ბუსტერ“, ანუ მესამე დოზა, მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი განიხილება და მას შემდეგ გადაწყდება, რაც ქვეყანა ორჯერადად აცრების რაოდენობით გარკვეულ ზღვარს მიუახლოვდება.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველო არ დაელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.
„ეს...
კომუნიკაციების კომისია 2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2021 წლის 03 აგვისტოდან 02 სექტემბრის პერიოდს მოიცავს. თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხს”, საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიას”, “რუსთავი 2”-ს, “ტელეიმედს”, “ტელეკომპანია პირველს” და “მთავარ არხს” ჩაუტარდა.
მონიტორინგი საუკეთესო დროს, კერძოდ 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდს მოიცავდა, ხოლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგი...
„სააკაშვილი საქართველოში არ არის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ის ექსპრეზიდენტს კლოუნს უწოდებს და ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი არასერიოზულობა.
„ნეტავ ყოფილიყო საქართველოში. ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რაც ქართულ პოლიტიკაშია, მათ შორის, პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო საქართველოში არაა ჩაწერილი. ეს არის ის, რაც თამამად შემიძლია გითხრათ. როდესაც ხალხმა გაიგო, რომ...
„აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გვყავს იმდენად ღირსეული კანდიდატები, რომ გამარჯვება გარდაუვალია. მე ალბათობას იმისა, რომ მეორე ტურები შეიძლება იყოს აჭარაში, თითქმის გამოვრიცხავ“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სატელევიზიო ინტერვიუში, სადაც წინასაარჩევნო გარემოსა და „ქართული ოცნების“ სავარაუდო შედეგებზე ისაუბრა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, 2 ოქტომბერს, ყველა მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში გაიმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები და პარტია გააუმჯობესებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ შედეგებს.
„თვითმმართველობის არჩევნები, სადაც...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მზადდება კანონპროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. აცრა ნებაყოფლობითია, - ამის შესახებ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშბული, იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან.
„გარდა ამისა, სამინისტრო Unicef-თან ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას. სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































