გააკეთოს პრესკონფერენცია ბათუმიდან ლაივში 45 წუთში და დავიჯერებთ, რომ საქართველოშია – ბათუმიდან პრესკონფერენციის ლაივს სთავაზობს მიხეილ სააკაშვილს “ქართული ოცნება”.
განცხადება ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ “მთავარ არხთან” საუბარში გააკეთა. თანაპარტიელების მსგავსად, არც სამხარაძეს სჯერა, რომ მესამე პრეზიდენტი ქვეყანაშია. სამხარაძე დარწმუნებით ამბობს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში “რა თქმა უნდა, არ ჩამოსულა”.
კითხვაზე, ჩამოსული რომ იყოს, სამხარაძის პასუხი ასეთია – იყოს და იყოს, რა ვქნა…უკანონოდ თუ გადმოკვეთა საზღვარი, დააკავებენ – ამბობს სამხარაძე.