ეს კაცი არის ჩვეულებრივი მაიმუნი – მდინარაძეს მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელზე “უტყუარი ინფორმაცია” აქვს

499

საქართველოშია არის კი არა ეს კაცი, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, არის ჩვეულებრივი მაიმუნი – მორიგი განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებაში” პარტიის მორიგმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება, ამაზე არსებობს უტყუარი ინფორმაცია, იმალება – ამტკიცებს მდინარაძე, თუმცა რის საფუძველზე, არ აკონკრეტებს.

მდინარაძეს ჟურნალისტების გალანძღვაც არ დავიწყებია – ძაან ცუდ მდგომარეობაში ხართ, თუ ეს დაიჯერეთ – მიმართა მან მედიას და “ოცნების” სხვა ლიდერების მსგავსად, ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოები “დიფ ფეიკია”.

​კითხვაზე, საიდან აქვს ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფელზე, მდინარაძე პასუხობს – “თქვენი საქმე არ არის”