ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებია და დიახ, სახურავებსა და გზებზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, ჩამოვიდა თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცესპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის შეფასებით, სააკაშვილმა საკუთარ საწადელს მიაღწია და დღის წესრიგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან მის სასარგებლოდ გადაიტანა.
„დღეს და ხვალ იმის გარკვევა იქნება, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში, რაც ჩემთვის სამწუხაროა, რადგან რეალურად ეს...
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია, ის ბოლო 4 დღეა კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამსტერდამიდან უკრაინაში 24 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც მას ქვეყანა არ დაუტოვებია და ბოლო 4 დღის განმავლობაში კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი რომელმაც შექმნა ვარაუდი რომ ექსპრეზიდენტი, შესაძლოა, საქართველოში იმყოფებოდეს. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ შეიქმნა „საარჩევნო პორტალი 2021“, სადაც მოქალაქეებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და თავად არჩევნების დღე იყოს მოქალაქეების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ.
პაპუაშვილმა ბრიფინგზე პარლამენტის მიერ გატარებულ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყანა რეფორმირებული საარჩევნო კანონმდებლობით და საარჩევნო ადმინისტრაციით გადის.
„მოგესალმებით ბუენოს-აირესიდან. დღეს პირველი ოქტომბერია,...
ხვალ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და ყველას საკადრის პასუხს გავცემთ, - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
"მინდა მოვუწოდო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ამ რეგიონის თითოეულ მცხოვრებს, ვთხოვო ხვალ განსაკუთრებული აქტიურობა და მობილიზება, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ, განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება ერთი მხრივ და მეორე მხრივ,...
ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიან შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, მერია სოციალური საცხოვრისის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს. თუმცა, სამი ოჯახი, რომლებიც 28 წელია ამ ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობენ, ობიექტიდან გასვლას არ აპირებენ. დევნილებს წასასვლელი არსად აქვთ. მათ დევნილთა სამინისტრო ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებაზე უარს ეუბნება, ქუთაისის მერია კი მხოლოდ ქირის გადახდას პირდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ თუ ახლა...
ერთიანო ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქუთაისის მერიის თანამშრონლებს მიმართა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ნიკა ნარსიამ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და დაპირდა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სამსახურებს შეინარჩუნებენ.
მისი ინფორმაციით, ისევე როგორც ქვეყანაში, მათ შორის ქუთაისშიც საჯარო მოხელეები სახელისუფლებო პარტიისთვის მხარდაჭერას აღარ აპირებენ.
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ზუგდიდის მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის. ყველა მათგანი პარტიების მიერ არის წარდგენილი. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
ცესკოს მონაცემებით, კანდიდატი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა", გახარია - საქართველოსთვის" და "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.
კანდიდატების ჩამონათვალს საარჩევნო ნომრის მიხედვით გთავაზობთ:
ანზორ მელია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (საარჩევნო ნომერი 5) - კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ანზორ მელია 1947 წლის 5 აგვისტოს...
ჭიათურაში სახალხო-სამგზავრო ტრანსპორტის - საბაგიროს აღდგენის მასშტაბური პროექტი დაიწყო. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობენ სადგურების განახლებაზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მთლიანად გამოიცვლება ბაგირები, მართვის სისტემა და სრულად განახლდება ისტორიული, უნიკალური სამგზავრო გონდოლები. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შენარჩუნებული იქნება, როგორც მთავარი სადგურის, ასევე გონდოლების პირვანდელი იერსახე.
სახალხო - სამგზავრო საბაგიროს და სადგურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი...
ქუთაისში მერიის შენობის წინ გამოფენა გაიმართა. გამოფენის ავტორმა და ორგანიზატორმა სამოქალაქო აქტივისტმა, მიშა მუმლაძემ ქალაქის ცენტრალურ ბაღში 12 სურათი განათავსა, სადაც ის 12 შეპირება და პროექტია ასახული, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება ქუთაისში აპირებდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ამ პროექტებს საერთო კი ის აქვთ, რომ ყველა მასშტაბურია და არც ერთი არ შესრულებულა.
"ქუთაისი ქალაქია დიდი პასუხისმგებლობით, არამარტო ქართველი ხალხის, არამედ შეიძლება ითქვას მსოფლიოს...
უარი ოლიგარქიას, ხვალ ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს, იმის გამო, რა დღეშიც ჩააგდო ეს ქვეყანა, - ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ შემაჯამებელი ბრიფინგის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩეველმა ხვალ მხარი დაუჭიროს დემოკრატიის შეუქცევადობას.
"ხვალ მივდივართ საარჩევნო ყუთთან და ხმას ვაძლევთ ნებისმიერს "ქართული ოცნების" გარდა, უარი ოლიგარქიას. ხვალ ჩვენ ური უნდა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს, იმის გამო, რა დღეშიც ჩააგდო ეს ქვეყანა. ...
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებით ცვლილება შევიდა.
კერძოდ, შეიცვალა ჩანაწერი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების შესახებ:
“ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები არ განახორციელებენ...
ასპინძის მუნიციპალიტეტში 2021 წლის არჩევნებისათვის ორი მერობის კანდიდატია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გამარჯვებისთვის გიორგი გიორგაძე იბრძვის, „ქართული ოცნების“ სახელით კი როსტომ მაგრაქველიძე. მათი ძირითადი დაპირება მოსახლეობისათვის სოციალური პრობლემების მოგვარება, ინფრასტურუქტურის მოწესრიგება და ადგილობრივების დასაქმებაა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ჩემი პირველი დაპირება, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნის დასრულებაა. მეორე იქნება ადამიანების დასაქმება და მესამე ახალგაზრდების ჩართულობა იმ კრიტერიუმში, რაც მათთვისაა განკუთვნილი. შეხვედრისას...
ნინოწმინდაში,2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის სამი კანდიდატი იბრძვის, აქედან ერთი, სურენ მოსოიანი, დამოუკიდებელი კანდიდატია. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ავაკ ბდოიანი დაასახელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი მოქმედი მერი ანივარდ მოსოიანი. რა პრობლემებს ხედავენ მუნიციპალიტეტში კანდიდატები და გამარჯვების შემთხვევაში, რომელი საკითხის მოგვარებაზე დაიწყებენ ზრუნვას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„შეხვედრების დროს მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლის შიში იკვეთება, თუმცა ამის მიუხედავად მაინც გამოდიან და ეცნობიან ჩვენს პროგრამას....
აჭარის მთავრობამ, ქალაქ ბათუმის N 16 საჯარო სკოლის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების მიზნით, ახალი სკოლის აშენება გადაწყვიტა, - აცხადებენ აჭარის განათლების სამინისტორში.
"აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ახალი შენობის მშენებლობის პროექტის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის მიერ პროექტირების პირველი ეტაპი დასრულდა
პროექტის მიხედვით აშენდება ქალაქ ბათუმისთვის უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბების სკოლა. სამ სართულიანი შენობა,...
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას სენატორი რონ ჯონსონი ეხმაურება. ინტერვიუ "ამერიკის ხმამ“ გაავრცელა.
კითხვის საპასუხოდ, სენატორი აცხადებს, რომ აშშ მხარს არ დაუჭერს საქართველოში სიტუაციის გამძაფრებას და დესტაბილიზაციას.
"შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სიმშვიდეს და პოლიტიკურ სტაბილურობას. არ მგონია შეერთებულ შტატებში ვინმემ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებასა და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად - არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამას.
ჩვენ...
ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად ხვალ, 2 ოქტომბერს 08:05 წუთზე გამოაჩენენ.
"მას ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე. მას ელოდება მთელი საქართველო და ჩვენ 08:05 წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ. ის არის საქართველოში, ამ წუთებში ბათუმშია. მან საკუთარი სიტყვა შეასრულა და ახლა სიტყვა ჩვენზეა", — ამბობს დუმბაძე TV პირველთან.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































